Tv 3 ში ცვლილებებია. დირექტორის პოსტიდან კახა ბაინდურაშვილი გადადგა და მის ადგილას ყოფილი პარლამენტარის ვან ბაიბურთის შვილი, გრიგოლ ბაიბურთი დაინიშნა. შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში უკვე განხორციელდა .”პრაიმერი“კომენტარისთვის კახა ბაინდურაშვილს დაუკავშირდა მან აღნიშნული ცვლილება დაადასტურა:
- დიდი საკომენტარო არაფერია ტელევიზია უკვე ფეხზე დადგა. ბიზნეს გეგმის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა ამიტომ ჩემი თანამდებობაზე დარჩენის აუცილებლობა არ იყო,სხვა ბევრი საქმეც მაქვს.
-ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას თქვენს ადგილას გრიგოლ ბაიბურთის დანიშვნის შესახებ და იყო თუ არა ეს ტელევიზიის სამივე დამფუძნებლის, თქვენი, ლაშა ჩხენკელის და ლალი ეგაძის ერთობლივი გადაწყვეტილება?
- ცხადია,ეს იყო დამფუძნებლების ერთობლივი გადაწყვეტილება, შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში უკვე განხორციელდა.
-იცით თუ არა რომ გრიგოლ ბაიბურთი „ნაციონალური მოძრაობის „ზონდერი იყო და ის ხელმძღვანელობდა გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან გაზეთების გამოყრას?
-თქვენგან მესმის პირველად, ეს ინფორმაცია არ მაქვს და არა მგონია, რომ ეს სიმართლე იყოს.
-ბატონო კახა, ფოტო და ვიდეო მასალა არსებობს...
-არ მჯერა.
შეგახსენებთ, გამომცემლობა „სამშობლოდან“ მედიასაშუალებები 2007 წლის 10 აგვისტოს დილის 5 საათზე გამოასახლეს, კახა ბაინდურაშვილი ამ დროს მთავრობის წევრი გახლდათ.