reportiori.ge - გზა წარმატებისკენ - დასაქმებისთვის საჭირო რჩევები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:54
სხვადასხვა
გზა წარმატებისკენ - დასაქმებისთვის საჭირო რჩევები
ავტორი:
19 იანვარი, 2014. 01:02

გასაუბრება პირველი შთაბეჭდილებაა, რომელსაც პოტენციურ დამქირავებელზე ახდენ, შესაბამისად, ეს თქვენი ურთიერთობის საწყისი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ეტაპია. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, გამსაუბრებელს კანდიდატზე შეხედულება უყალიბდება შეხვედრის პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამიტომ რაც უნდა გააკეთო შემდგომ, ვერ შეცვლი მის წინასწარ შექმნილ განწყობას შენ მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით გასაუბრებაზე ქცევის მიღებული წესები, მაინც არსებობს რამდენიმე წვრილმანი შეცდომა, რომელსაც ხშირად ვუშვებთ. ეს შეცდომები შენი კომპეტენციების არასწორ აღქმას იწვევს პოტენციურ დამსაქმებელში, ამიტომ თუ მათ შენც დაუშვებ, შეგიძლია არ გქონდეს შთაბეჭდილების პოზიტიურისკენ შეცვლის იმედი.

 

დროის მენეჯმენტი

ნუ დააგვიანებ. არ აქვს მნიშვნელობასაცობში გაიჭედე“, „მანქანა შუა გზაზე გაგიფუჭდა“, „ძალიან რთულად მისაგნები ოფისია“, თუ რაღაც სხვა შეგემთხვა. არ უნდა დააგვიანო. დიახ, იმ 5 წუთითაც კი, რომელიც თითქოს მხოლოდ 5 წუთია. დამქირავებელს მსგავსი მიზეზები ძალიან ბევრჯერ მოუსმენია და უმეტეს შემთხვევაში, ეს მათთვის სრულიად მიუღებელია. თუ შენ ხშირად აგვიანებ ღონისძიებებზე და შეხვედრებზე თუნდაც მეგობრებთან, ან გიჭირს ქალაქში ორიენტაცია, წინასწარ განსაზღვრე მარშრუტი, ზუსტად დაადგინე სად მდებარეობს ოფისი და ადრე გადი სახლიდან, რომ მშვიდად მიაღწიო დანიშნულების ადგილამდე. შენ წარმოიდგინე, არც ზედმეტად ადრე მისვლა ითვლება კარგ ტონადეს იმას ნიშნავს, რომ იმდენად შეუჩვეველი ხარ რეჟიმს, დროს სწორად ვერ განსაზღვრავ და დათქმულამდე ნახევარი საათით ადრე მიდიხარ შეხვედრის ადგილას მაშინ, როცა ჯერ არავინ გელოდება.

 

წვრილმანი დეტალები

მოულოდნელმა ზარმა ან შეტყობინებამ შეიძლება საგრძნობლად შეამციროს შენი შანსები ინტერვიუზე. დამქირავებელი არასოდეს გაგაფრთხილებს გამორთო მობილური ტელეფონი, როგორც ეს კინოსეანსის დაწყების წინ ხდება, ამიტომაც გაითვალისწინე ეს. სხვაგვარად, ამ მცირე უხერხულობამ დამქირავებელი შეიძლება ნეგატიურად განაწყოს შენ მიმართ.

 

თავისუფალი ჩაცმულობა

რაც უნდა თავისუფალი იყოს ჩაცმის სტილი ოფისში, ინტერვიუზე ჯინსით გამოცხადებისას, აუცილებლად დემონსტრაციულად დაგათვალიერებენ. დამქირავებელთა უმეტესობის მოლოდინი არის ფორმალური ჩაცმის სტილი. არ შეცდები, თუ უბრალო ქვედაბოლოს და პიჯაკს აარჩევ. თითქოს პროფესიონალურ სამყაროში ჩაცმის სტილს დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ უნდა ენიჭებოდეს, თუმცა ეს ასე არ არის. დიახ, მნიშვნელოვანია რა გაცვია, რადგან ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად უდგები პოტენციურ სამუშაოს.

დამქირავებელთა 95% თვლის, რომ გამომწვევად, თუნდაც სექსუალურად ჩაცმა გასაუბრებისთვის დიდი მინუსია. 15 სანტიმეტრიანი ქუსლები, მომდგარი მოკლე ქვედაბოლო და ღრმა დეკოლტე სხვა, შესაბამისი შეხვედრისთვის შეინახე, გასაუბრებისთვის კი ზომიერად კონსერვატიული სტილი შეარჩიე.

 

ფამილარული დამოკიდებულება

მომავალ ხელმძღვანელთან პოზიტიური კავშირის დამყარება ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულად გაიხსნა და მოიქცე ისე, თითქოს დამქირავებელი თქვენი მეგობარი იყოს. პირდაპირობა კარგია, თუმცა ზომიერება მნიშვნელოვანია. არასოდეს ესაუბრო დამქირავებელსშენობითიმ შემთხვევაშიც კი თუ თავად ასე მოგმართავენეს ყოველთვის მიუღებელია და ნეგატიურ დამოკიდებულებას ქმნის.

 

მატერიალიზმი და ენთუზიაზმი

რა თქმა უნდა, ხელფასზე გიფიქრია, მაგრამ სანამ დამქირავებელი წამოჭრის ამ თემას, აჯობებს საკუთარი ინიციატივით არ წამოიწყო ამ საკითხის განხილვა. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ როცა კითხვას დაგისვამენ, თავი არ აარიდო პასუხს. თუ დამქირავებელი თქვენგან კონკრეტულ ციფრს ითხოვს, აუცილებლად უნდა უპასუხო. ნუ მოგერიდება, ნუ გაახმოვანებ თქვენ მორიდებას, ნუ იტყვი, რომხელფასი თქვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია”, ანციფრი თქვენ უნდა მითხრათ, მე კი არა”, ანწარმოდგენა არ მაქვს რამდენი შეიძლება იყოს ხელფასი”. ასეთი დამოკიდებულება იმაზე მიუთითებს, რომ პირველივე შეხვედრისას იტყუები: დიახ, ხელფასი მნიშვნელოვანია, რადგან თუ ქველმოქმედებისთვის არ მუშაობ, ერთ-ერთი მიზანი ფინანსურია, ამიტომ ხელფასი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასე შეხედე: მსგავსი პასუხის შემდეგ დამქირავებელმა რომ უფასოდ მუშაობა შემოგთავაზო, დათანხმდები?! ამასთან, აუცილებლად სწორად უნდა აფასებდე თქვენს ღირებულებას. რა თქმა უნდა, დამქირავებელი გეგმავს შემოგთავაზო თვენი დროის ღირებულების მისეული აღქმა, მაგრამ ჯერ თქვენგან სურს მოისმინოს როგორ აფასებ საკუთარ შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია, რომ ციფრი, რომელსაც დაასახელებ, იყოს რეალისტური და გადაჭარბებით არ აფასებდეს თვენ რეალურ შესაძლებლობებს.

 

შვებულება და შეღავათები

დამქირავებელთა 69% თვლის, რომ გასაუბრების დროს შეღავათებზე საუბარი, შვებულების დღეების დაზუსტება ან იმის გაგება, თუ როდის შეგიძლია აიღო დასვენების დღე იმ სამუშაოდან, რომელიც ჯერ არც კი მიგიღია, როგორც მინიმუმ, არ წარმოგაჩენ საუკეთესო ჭრილში.

 

ნუ გალანძღავ ყოფილ უფროსს

თუნდაც ის ამის ღირსი იყოს, თქვენი ყოფილი სამუშაო ადგილისა თუ ხელმძღვანელობის შესახებ უარყოფითი გამოხმაურება არც ერთ ქულას არ მოგიმატებ გასაუბრების დროს, პირიქით, დაგაკლებ კიდეც. ამას გარდა, ფრთხილად იყავი  ძველ, ან ახლანდელ ორგანიზაციაზე საუბრისას: არ წამოგცდე კომერციული საიდუმლოება, არ გასცე ინფორმაცია, რომელიც არ არის საჯარო და რომელსაც შეუძლია შეარყიოს თქვენი კომპანიის რეპუტაცია.

 

ორიგინალურობა და ინდივიდუალურობა ყოველთვის მისასალმებელია, რადგან კონკრეტულად შენ და შენს პიროვნებას წარმოაჩენს. დამქირავებელს ბევრჯერ მოუსმენია გაცვეთილი ფრაზები, როგორიცაა მაგალითად, „მე მონდომებული მუშაკი ვარ“, „გუნდური მუშაობა შემიძლია“, „კრეატიული აზროვნებით გამოვირჩევი“. ნუ ისაუბრებ კლიშეებით. გულწრფელად წარმოაჩინე შენი დადებითი მხარეები.

რჩევები დაგეხმარება გაამახვილო ყურადღება დეტალებზე და არ ჩავარდე უხერხულ მდგომარეობაში.

 

(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016