reportiori.ge - სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:47
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო
ავტორი: ანა შანიძე
19 იანვარი, 2014. 13:21

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ  სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო .როგორც „რეპორტიორს" სამინისტროდან აცნობეს, რეკომენდაციაში  მითითებული იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ორი მსჯავრდებულის, ს.ქ-სა და რ.გ-სთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესახებ.


გარდა ამისა, სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში მიუთითა აღნიშნული პირების N6 დაწესებულებაში გადაყვანის დროზეც და ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა გვიან ღამით სხვა დაწესებულებაში გადაყვანის მიზანშეწონილობაზე, რაზეც გვსურს განვაცხადოთ, რომ აღნიშნული მსჯავრდებულების დაუყოვნებლივ გადაყვანის საჭიროება მათი სხვა მსჯავრდებულებთან დაპირისპირების საფრთხემ და რეჟიმისადმი სისტემატურმა დაუმორჩილებლობამ განაპირობა.


კერძოდ, 2013 წლის 12 სექტემბერს მსჯავრდებულმა ს.ქ-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა #15 დაწესებულების მორიგე ექიმს, დ.ხ-ს. აღნიშნულზე ფაქტზე დაწყებულია წინასწარი გამოძიება. 2014 წლის 11 იანვარს მან კვლავ მიაყენა ექიმს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც გამოეცხადა საყვედური, 14 იანვარს კი მან და მისმა თანამესაკნემ რ.გ-მ დაწესებულების სოციალურ მუშაკს ა.ზ-ს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ მსჯავრდებულებზე არ ახდენს გავლენას მათ მიმართ გამოყენებული დისციპლინარული სახდელები, ამასთან, ისინი ბოროტად სარგებლობდნენ იმით, რომ განთავსებულნი იყვნენ სამედიცინო ნაწილში და ითვლებოდნენ ავადმყოფებად. არ ემორჩილებოდნენ დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებს, იმუქრებოდნენ თვითდაზიანებებით და იყვნენ აგრესიულები. გარდა ამისა, ს.ქ-სა და რ.გ-ს სასჯელის ზომა ითვალისწინებს მათ განთავსებას დახურული ტიპის დაწესებულებაში.


აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების საკითხებს განეკუთვნება, რასაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახური წყვეტს.


სამსახურებრივი შემოწმების შედეგები და შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება, მისი დასრულებისთანავე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016