reportiori.ge - „სულიერი და ინტელექტუალური, ფიზიკური შრომის გარეშე, არაფერი არ გამოდის“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:46
რელიგია
„სულიერი და ინტელექტუალური, ფიზიკური შრომის გარეშე, არაფერი არ გამოდის“
19 იანვარი, 2014. 15:15

,,დღეს, მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სულიერი და ინტელექტუალური, ფიზიკური შრომის გარეშე, არაფერი არ გამოდის. ადამიანმა უნდა იმოღვაწეოს სულიერად,"- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ,  ნათლისღების დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.


 ,,რა უნდა აკეთოს ადამიანმა, იმისათვის რომ მისი გული, მისი სულიერი სამყარო გახდეს ტაძარი სულისა წმინდისა. უპირველეს ყოვლისა სულიერად უნდა იშრომოს. უნდა დაამყაროს კავშირი ზეცასთან. ადამიანმა უნდა დაამყაროს კავშირი წინაპრებთან და დაამყარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას სუფთა გული აქვს. თუ თითონ გახდა ტაძარი სულისა წმინდისა. დღეს მე მინდა კიდევ  ერთხელ შეგახსენოთ, რომ სულიერი და ინტელექტუალური, ფიზიკური შრომის გარეშე, არაფერი არ გამოდის. ადამიანმა უნდა იმოღვაწეოს სულიერად. მე მითქვამს თქვენთვის ერთი შემთხვევა, რომ ადამიანი რჩებოდა წირვის შემდეგ და უყურებდა მაცხოვრის ხატს  და როცა მოძღვარი შეეკითხა მას, რომ რას უყურებ ლოცულობო? მან უპასუხა - არაო. მაშ ხატის მხატვრობას სწავლობო? - არაო. მაშ რატომ უყურებო? ადამიანმა მიუგო- მე მას ვუყურებ, ის მე მიყურებსო და ჩვენ ერთად კარგადა ვართო. აი ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ვხედავდეთ უფალს, ჩვენი სული უნდა ხედავდეს უფალს. უნდა უყუროს უფალს, ის შემოგხედავს, გიყურებს შენ და ერთად კარგად ვიქნებით,"- ბრძანა უწმინდესმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016