კომპანია ,,TARGET"-მა აღიარა მისი სისტემების გატეხვის ფაქტი, რომელიც განხორციელდა 2013 წლის ბოლოს - 27 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე.
გატეხილ იქნა სერვერი, რომელზეც ინახებოდა კლიენტების საკრედიტო და სადებეტო ბარათების მონაცემები, მომხმარებლების მისამართების და ელექტრონული ფოსტის ჩათვლით.
შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საბარათე ანგარიშებიდან გატაცებულ იქნა 110 მილიონი დოლარი.
როგორც გაირკვა, აშშ-ს ფინანსური თავდაცვის სისტემების გატეხვის ავტორი 17 წლის მოზარდია სანკტ-პეტერბურგიდან.
მის შესახებ ,,Washington Post" იტყობინება.
სპეციალისტების მონაცემებით, ვირუსის ავტორი ცნობლია შავ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ჰაკერი. მან დაახლოებით ვირუსის 60 ვერსია გაყიდა შავ ბაზარზე, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაშიც. სწორედ ეს ვირუსი გამოიყენებოდა კიბერდამნაშავეების მხრიდან სხვადასხვა ქვეყნების ბანკებისა და სავაჭრო ორგანიზაციების სისტემების გასატეხად.
ვირუსის სავარაუდო სახელწოდებაა ,,კარტოხა".