კომპანია „Google" წერილს აქვეყნებს, რომელშიც მოთხრობილია, თუ რას ეძებენ 2013 წელს ყველაზე ხშირად „Google"-ში.
როგორც წინა წლებში, წელსაც ყველაზე ხშირად ეძებენ ადამიანებს, რომლებიც მიმდინარე წელს გარდაიცვალნენ. მაგალითად შარშან, ყველაზე ხშირად ეძებდნენ ემი ვაინჰაუზს, წელს კი ამერიკელ მსახიობს, ფილმ „ფორსაჟის" ვარსკვლავს პოლ უოლკერს.
უოლკერი არა მარტო ადამიანებს შორის ლიდერობს, არამედ „Google"-ის მთლაინ ვიზიტორებს შორისაც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ძალიან საინტერესოა, რომ ათეულში მოხვდა ქვეყანა, ჩრდილოეთ კორეა, ყველაზე ხშირად „დაგუგვლად"-თა სიაში მეათე ადგილს იკავებს. ეს ფაქტი კომპანია „Google"-ისთვისაც კი უპრეცედენტოა.
მთლიანი ათეული კი ასე გამოიყურება:
1. პოლ უოლკერი
2. ნელოსნ მანდელა
3. აიფონ 5 S
4. ჰარლემ შეიკი
5. ბოსტონის მარათონი
6. სამსუნგ გალაქსი S 4
7. სონი PlayStation 4
8. Royal baby
9. Cory Monteith
10. ჩრდილოეთ კორეა
კომპანია „Google" მსგავს სტატიებს ყოველი წლის ბოლოს აქვეყნებს.