reportiori.ge - მოშიმშილე პატიმარი გიორგი ხურციძე სკამზე დაეჭედა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:14
სამართალი
მოშიმშილე პატიმარი გიორგი ხურციძე სკამზე დაეჭედა
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 13:58

რუსთავის #17 დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებული გიორგი ხურციძე, წუხელ, გვიან ღამით სკამზე სასქესო ორგანოთი დაეჭედა.

მსავრდებულის დის, ქრისტინე ხურციძის ინფორმაციით, წუხელ მას #17 დაწესებულებიდან სხვა მსჯავრდებულებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ გიორგი სკამზე სასქესო ორგანოთი დაეჭედა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, გიორგი ხურციძე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას სათანადო სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ამ დროისათვის #17 დაწესებულებასთან შეკრებილები არიან მოშიმშილე მსჯავრდებულების ოჯახის წევრები. ისინი დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მისვლას ელოდებიან.

უკვე მეათე დღეა რაც მე-17 დაწესებულებაში 50-მდე მსჯავრდებული შიმშილობს, ისინი მოითხოვენ, რომ მათი განაჩენი გადახედილი იქნას, ზოგიერთი კი მათი საკითხის ე.წ. უდოს კომისიაზე განხილვას მოითხოვს. მოშიმშილე პატიმართაგან, ერთ-ერთის, ირაკლი შულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ორი დღის წინ დამძიმდა.

ირაკლი შულაიას, არსებული ინფორმაციით, სამედიცინო დახმარებას უწევენ და წვეთოვანი აქვს დადგმული. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016