კიევში დაძაბულობა ამ წუთებში კულმინაციას აღწევს. მოვლენების ეპიცენტრი დინამოს სტადიონია. „ბერკუტი" შტურმს გეგმავს, მომიტინგეები კი თავდაცვისთვის ემზადებიან და უკანდახევას არ აპირებენ.
მილიციის მხირდან ხალხის მიმართულებით ისვრიან ,,ხმოვან ყუმბარებს". მილიციამ დაიწყო აქტიური მოქმედებები დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობას იღებენ გრუსევსკის ქუჩაზე გამართულ აქციაში. მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები. ამ წუთებში მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს კიდევ ერთ ავტობუსს. მილიციელების კორდონის ზურგს უკან ბერკუტი ხალხის დასარბევად კოლონებს აყალიბებს.
გრუშევსკის ქუჩაზე არსენალის მხრიდან მილიცია ცდილობს ევრომაიდანის ძალისმიერი მეთოდებით დაშლას. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, იაცენიუკი აცხადებს, ,,ძალადობა ეს არ არის ჩვენი გზა, ეს იანუკოვიჩის გზაა. ჩვენი გზაა ხალხის ძალაუფლება, სახალხო მთავრობა და მშვიდობიანი პროტესტი!".
ვიტალი კლიჩკო ხმის გამაძლიერებლით მოუწოდებს „ბერკუტს" არ გამოიყენოს ძალა ხალხის წინააღმდეგ. ქალებს მოუწოდებს გავიდნენ უკანა რიგებში , კლიჩკო კი იანუკოვიჩს მიმართავს: ,,შეჩერდით! მოაშორეთ ქუჩებიდან მილიცია და პროვოკატორები! არ გაიმეოროთ ჩაუშესკუსა და კადაფის ბედი! ნუ წააქეზებთ მილიციას ხალხის, ხოლო ხალხს მილიციის წინააღმდეგ! შეწყვიტეთ ომი საკუთარ მოქალაქეებთან!".