საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებული, ადამიანის გატაცებასა და შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნაში ბრალდებული, შოთა ჭიჭიაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრაში" თავის წარსულზე და შეცდომებზე საუბრობს.
„არ ვამბობ, რომ ფრთიანი ანგელოზი ვარ, მეც უამრავი შეცდომა და ნაკლოვანება მაქვს, მაგრამ ცილისწამება ძნელი ასატანია."-აღნიშნავს ჭიჭიაშვილი,რომელსაც ბრალად ადამიანების გატაცება ედება. ჭიჭიაშვილი, ესპანელი ბიზნესმენის გატაცებასაც იხსენებს.
„დიახ, ესპანელი ბიზნესმენები მე გავიტაცე და ამისთვის სასჯელიც მოვიხადე. მაშინ დუმილის უფლებას ვიყენებდი და ვერაფერი მათქმევინეს. გავიტაცე ასირელი ხოშაბაევი და ებრაელი ბიზნესმენი მანაშეროვი. თუმცა მორალური კანონები არასოდეს დამირღვევია. რასაც ჰქვია კავკასიური ტრადიცია და შარიათი, ყოველთვის წმინდად ვიცავდი. ვისაც ვიტაცებდით, ისინი ან აფერისტები იყვნენ, ან ნაძირალები, რომლებიც საქართველოში ხალხის გასატყავებლად მოდიოდნენ. არც ერთი მათგანი ქართველი და კავკასიელი არ ყოფილა. ამას გამოსასყიდის სანაცვლოდ ვაკეთებდით, თუმცა არავის შეურაცხვყოფდით, არც ვაწამებდით. „-აცხადებს ყოფილი მსჯავრდებული.
შოთა ჭიჭიაშვილი, 2003 წლის 24 ივნისს მოსკოში დააკავეს. ადამიანების გატაცების, ბანდიტიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წელი მიუსაჯეს. თუმცა, საყოველთაო ამნისტიის გამო 10 წლის შემდეგ საპატიმრო, ორ დღეში კი საქართველოს საზღვრები დატოვა.