reportiori.ge - უკრაინაში, დემონსტრანტებსა და "ბერკუტს" შორის შეტაკებები 15 საათზე მეტხანს გრძელდებოდა (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:09
მსოფლიო
უკრაინაში, დემონსტრანტებსა და "ბერკუტს" შორის შეტაკებები 15 საათზე მეტხანს გრძელდებოდა (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
ავტორი: ანა ნოდია
20 იანვარი, 2014. 11:02

გვიან ღამით კიევის ცენტრში ძალოვნების მხრიდან მომიტინგეებზე შტურმი არ მომხდარა, თუმცა, გრუშევსკის ქუჩაზე, დემონსტრანტებსა და "ბერკუტს" შორის შეტაკებები 15 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ამ დროისთვის ქუჩის ერთ მხარეს ძალოვანებს კორდონი აქვთ გაკეთებული. 


უკრაინული მედიის ცნობით, დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის გუშინდელი შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის ასზე მეტს აღწევს. 
დემონსტრანტებმა ძალოვანების ოთხი ავტობუსი და ორი სატვირთო ავტომანქანა გადაწვეს. 

 

 

 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი კეიტლინ ჰეიდანი უკრაინის ხელისუფლებას კიევის ცენტრიდან სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანას და ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებას სთხოვს. კეიტლინ ჰეიდანის განცხადებით, თუ უკრაინის ხელისუფლება ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, აშშ მათ წინააღმდეგ სანქციებს გამოიყენებს. 


"
მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები, რომელიც უკრაინის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს, მათ შორის გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი. ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კიევის ცენტრიდან სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანისა და პოლიტიკურ ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებისკენ", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. 

 

 

ევრომაიდანზე შეკრებილების უკმაყოფილება რადას მიერ 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016