reportiori.ge - აქტივისტებს კიევისკენ მიმავალი ძალოვანებისთვის გზა აქვთ ბლოკირებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:17
მსოფლიო
აქტივისტებს კიევისკენ მიმავალი ძალოვანებისთვის გზა აქვთ ბლოკირებული
20 იანვარი, 2014. 11:53

ოდესაში, ლვოვსა და როვნოში აქტივისტებს კიევისკენ მიმავალი ძალოვანებისთვის გზა აქვთ ბლოკირებული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესაში აქტივისტებს რამდენიმე ქუჩა აქვთ გადაკეტილი და ძალოვნების ავტობუსებს, რომლები კიევისკენ მიემართებიან, არ ატარებენ. 
ლვოვში აქტივისტებმა ნახევარმეტრიანი ბარიკადები ააგეს და შინაგანი ჯარების წარმომადგენლებს არ უშვებენ. როვნოში კი ადგილობრივებმა "ბერკუტის" ავტობუსს ბაზიდან გამოსვლის ნება არ მისცეს. აქტივისტები სპეცდანიშნულების რაზმს მოუწოდებენ, კიევში არ წავიდნენ. 
არსებული ინფორმაციით, როვნოდან "ბერკუტის" ერთ-ერთი დანაყოფის ორი ავტობუსი მაინც გაემართა კიევისკენ. 
კიევში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის წუხანდელი შეტაკებების შედეგად საერთო ჯამში ასზე მეტი ადამიანია დაშავებული. სიტუაცია კიევში მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესმა რადამ 16 იანვარს მიიღო კანონები, რომელიც აქციების გამართვ წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016