reportiori.ge - თბილისს ჯიფონის საბავშვო ფილმების ფესტივალის დამფუძნებელი ესტუმრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:08
კულტურა
თბილისს ჯიფონის საბავშვო ფილმების ფესტივალის დამფუძნებელი ესტუმრა
20 იანვარი, 2014. 12:36

დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია  ჯიფონის  საბავშვო ფილმების ფესტივალის დამფუძნებელსა და დირექტორს კლაუდიო გუბიტოსს შეხვდა. როგორც „რეპორტიორს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში დაგეგმილია კლაუდიო გუბიტოსის შეხვედრა სტუდენტებსა და მოსწავლებთან, სადაც გაიმართება პრეზენტაცია - „რა არის ჯიფონი“. ხოლო, 21 იანვარს, 14 საათზე დაგეგმილია ვიზიტი „პიონერ ფილმში“, 17: 30  კი შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ლევან ყიფიანთან, ფესტივალის დირექტორი ასევე შეხვდება განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს.

ჯიფონის  საბავშვო ფილმების ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი იტალიიდან თბილისს სამუშაო ვიზიტით 19 იანვარს,  ეროვნული კინოცენტრის მოწვევით ჩამოვიდა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული  ცენტრი ჯიფონის ფესტივალთან 2013 წლიდან თანამშრომლობს. კინოცენტრის მხარდაჭერით და დაფინანსებით, შარშან ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალს პირველად ეწვია 3 ქართველი მოსწავლე - ჟიურის წევრების რანგში.

ჯიფონის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი 40 წელიწადზე მეტია არსებობს და დიდი წარმატებით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ ფესტივალის ჟიურის წევრები მხოლოდ ბავშვები და მოზარდები არიან. ყოველწლიურად 3000-ზე მეტი ბავშვი უყურებს ფილმებს, მსჯელობს, განიხილავს და ავლენს საუკეთესოებს. ეს პროცესი კი ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს, ისინი გარდა იმისა რომ კინოხელოვნებას და განსხვავებულ კულტურას ეზიარებიან, ეჩვევიან პრობლემებზე საუბარს, ასევე ურთიერთობას სხვადასხვა ეროვნების თანატოლებთან.

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016