reportiori.ge - შექსპირისეული თრილერი უზბეკეთში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:26
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
შექსპირისეული თრილერი უზბეკეთში
ავტორი:
20 იანვარი, 2014. 12:39

ერთი წლის წინ უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ ქარიმოვის ქალიშვილი უაღრესად წარმატებული პიროვნება იყო. გულნარა ქარიმოვა ხელმძღვანელობდა ბიზნეს-იმპერიას, იყო პოპ-ვარსკვლავი და ბევრი, ქვეყნის მომავალ ლიდერადაც მოიაზრებოდა. თუმცა ერთ წელიწადში ყველაფერი შეიცვალა: იმპერია დაინგრა, ოფიციალური თანამდებობებიდან კი გაანთავისუფლეს. შეძლებს კი ასეთი დარტყმის გადატანას?

2013 წლის ბოლოსთვის ზედიზედ დაიხურა მისი კუთვნილი საქველმოქმედო ფონდები, ტელეარხები და მაღაზიები. თუ რამდენიმე წლის წინ კომპანია ZEROMAX-ის დახურვა იდუმალებით იყო მოცული, ამჯერად საომარმა მოქმედებებმა Twitter-ში გადაინაცვლა, სადაც გულნარა ქარიმოვამ საკუთარ ოჯახს ომი გამოუცხადა.

„ეს არის შეტევა სამოქალაქო ორგანიზაციებზე და ზოგადად მოაზროვნე საზოგადოებაზე!“ – დაწერა ქარიმოვამ ნომბრის ბოლოს, როდესაც Fund Forum დახურეს.

2013 წლის სექტემბერში მისმა უმცროსმა დამ ბი-ბი-სის უზბეკეთის განყოფილების კორესპონდენტთან საუბარში სკეპტიკურად შეაფასა მისი გაპრეზიდენტების შანსები და გამოტყდა, რომ მასთან დიდი ხანია ურიერთობა აღარ აქვს. გულნარა ქარიმოვამ ეს ინტერვიუ საჯარო ომის გამოცხადებად ჩათვალა.

„სახლისკენ გზა მოჭრილი მაქვს, გამაფრთხილეს, რომ არც ვეცადო“...

გულნარა ქარიმოვამ დედა ტატიანა და და ლოლა შავი მაგიის გამოყენებაში და მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში დაადანაშაულა. ამასთან განაცხადა, რომ ეს ორი ადამიანი მამასთან მისვლის საშუალებას უსპობდა; თუმცა მთავარ მტრად და მისი ყველა უბედურების ინიციატორად რუსტამ ინოიატოვი მოიხსენია.

 

 

ინოიატოვი VS გულნარა?

 

სუკის კადრის ოფიცერი ინოიატოვი ისლამ ქარიმოვის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი და 1991 წლიდან უზბეკეთის მძლავრი სახელმწიფო სტრუქტურის, ადგილობრივი სუკის ხელმძღვანელია. ბოლო თვეებია ქარიმოვამ გააცნობიერა თუ რა როლს თამაშობს ეს ორგანიზაცია ქვეყნის ცხოვრებაში. Twitter-ში წერს შუაღამის დაჭერებზე, შიშზე, ნებისმიერი განსხვავებული აზრის დათრგუნვაზე. მისი ბევრი თანამშრომელი დააკავეს ან უგზო-უკვლოდ გააქრეს; ქარიმოვამ დაიფიცა, რომ დაიცავდა მათ.

„ბევრ რამეს მივხვდი, ბევრი რამ საკუთარი თვალით ვნახე. მტკივნეულია, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ“.

ყოფილ უზბეკ ბიზნესმენ ტახირს ქარიმოვას ამ განცხადებებზე განსხვავებული მოსაზრება აქვს:

„ეს მხოლოდ თამაშია. მდიდრები და ძლევამოსილები საკუთარ თამაშს თამაშობენ, მაგრამ ჩვენთვის რა შეიცვლება? არა მგონია გულნარა ასეთი უბედური იყოს. ეს მხოლოდ მამა-შვილს შორის თამაშია, უბრალო ხალხს თვალი რომ აუხვიონ“.

 

 

ქარიმოვამ უზბეკეთიდან გაქცევა უარყო

 

თუ ეს მართლა თამაშია, მაშინ საკმაოდ დიდი. მთელი ცენტრალური აზიის სტაბილურობა უზბეკეთზეა დამოკიდებული, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, ვინ დგას გულნარასთვის მიყენებული უსიამოვნებების უკან.

შესაძლოა თავად პრეზიდენტმა ქარიმოვმა ბრძანა ქალიშვილისთვის ფრთები შეეკვეცათ, ან რუსტამ ინოიატოვმა გადაწყვიტა ასე? მაშინ ეს სასახლის კარზე თავად ქარიმოვის მიერ მთავრობის საწინააღმდეგო გადატრიალებას უფრო ჰგავს.

კამოლოდდინ რაბიმოვს არ სჯერა, რომ ინოიატოვი დამოუკიდებლად მოქმედებდა. პრეზიდენტი ძალიან განარისხა TelioSONERA-სთან დაკავშირებულმა სკანდალმა და ამიტომაც უბრძანა ინოიატოვს გულნარას „მორჯულება“. საკითხავია შეძლებს კი ქარიმოვი ქალიშვილის ისე დასჯას, რომ მის ძლიერებას ჩრდილი არ მიადგეს? რაბიმოვის აზრით პასუხი უარყოფითია. ოპონენტების მიმართ ქარიმოვი ყოველთვის უმოწყალო იყო: ოპოზიციის ყველა უზბეკი ლიდერი ან ციხეშია, ან გადასახლებული და ან მკვდარი. თუმცა დაუმორჩილებელი შვილი – ეს მისთვის ახალი გამოცანაა.

„გულნარამ იცის, რომ ციხეში არ მოხვდება და არ მოკლავენ. საკითხავია როგორ მოახერხებენ მის გაჩუმებას. Wi-fi-ის გამოურთავენ? არასერიოზული გადაწყვეტილებაა.

უზბეკეთის დატოვების უფლებას არ მისცემენ. ქარიმოვისთვის ეს მიუღებელია, რადგან გულნარამ დაამტკიცა, რომ შეუძლია მამის წინააღმდეგ წავიდეს“ – ამბობს რაბიმოვი.

შესაძლოა მან ძალაუფლება დაკარგა, მაგრამ მის ხელთ არსებული ფულით და იმით რაც იცის, მისი ჩამოწერა ნაადრევია. „ეს მხოლოდ დასაწყისია“ – დაწერა ქარიმოვამ ახალი წლის ღამეს.

რა მოხდება მომავალში, დამოკიდებულია მის მამაზე. უკვე ორი ათეული წელია ისლამ ქარიმოვის „რკინის ხელი“ მართავს უზბეკეთს.

 

შეძლებს კი უზბეკეთის „მეფე ლირი“ თავისი აჯანყებული ქალიშვილის გაკონტროლებას?



                                                                                                                                       (მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016