reportiori.ge - საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა ხდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:51
კულტურა
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა ხდება
20 იანვარი, 2014. 12:42

 საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, 2011 წლიდან საქართველოს მხრიდან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით. 2013 წელს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი და ვიცეპრეზიდენტი ტობიას ვოსი, რომლებმაც მოლაპარაკებები გამართეს როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიასთან, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებთან. 2013 წლის ნოემბერში სამინისტრომ მიიღო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საბოლოო პასუხი 2018 წელს ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.
ამასთან დაკავშირებით, .. 27 თებერვალს ბერლინში, საქართველოს საელჩოში, ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის საპატიო სტუმარი ქვეყნის ხელშეკრულებაზე ორმხრივი ხელმოწერის ღონისძიება გაიმართება. 2014 წელს დაგეგმილია 30-მდე ქართული ლიტერატურული ნაწარმოების უცხო ენებზე თარგმნა და საზღვარგარეთ გამოცემა,მათ შორის კლასიკოსი ქართველი ავტორები. სამინისტროში შემოსული განაცხადების რაოდენობა, 2011-2012 წლებთან შედარებით, თითქმის 10-ჯერ მეტია, რაც სამინისტროს მხრიდან თარგმანების დაფინანსების სწორ, თანამიმდევრულ და ჯანსაღ პოლიტიკაზე მიუთითებს. 2014 წლის განმავლობაში ლიტერატურის პროგრამის დაფინანსების მიმართულებით ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა იგეგმება. იანვრიდან სამინისტრო მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც უკვე შეთანხმებული აქვს როგორც ქართული საგამომცემლო და სალიტერატურო წრეების წარმომადგენლებთან, ასევე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან. პროექტი გულისხმობსქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის ცენტრის/ფონდის/სსიპ-ისდაარსებას. ცენტრი მიზნად ისახავს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის უფრო მოქნილი და დეცენტრალიზებული სტრუქტურის შექმნას, რომელიც სპეციალური ბორდის მიერ იქნება მართული.

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016