მსახიობი და ტელეწამყვანი იუნა შაფათავა გაზეთ „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პირველ ქართულ ეროტიკულ არხს ხსნის, რაშიც მეგობრებიც ეხმარებიან.
„პირველ ქართულ ეროტიკულ არხს ვხსნი. ვმუშაობთ ახალ იდეებზე, კონტრაქტებზე, პროექტებზე. მხოლოდ ჩემი შესაძლებლობებით და მეგობრების დახმარებით ვაკეთებ ამ საქმეს. არ მყავს ბიზნეს-პარტნიორი, მაინტერესებს, როგორ კეთდება ფული ნულიდან. სწორად გათვლილი ბიზნესგეგმა ამართლებს. ბევრ ბიზნესმენს გაეცინება ალბათ, ინვესტიციის გარეშე ფულს როგორ იშოვისო, მაგრამ მე ვარ ჩემი ინვესტიცია. საბედნიეროდ, არ ვარ ისეთი მოხუცი, რომ ჩემი თავი არ გამოვაჩინო ჩაცმული ან გახდილი. გონებრივი შესაძლებლობებიც ხელს მიწყობს და მეგობრებიც. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასეთი გათვლაა: რასაც მასა იღებს, იმას აწოდებენ. შენ უნდა აღზარდო მაყურებელი, მით უმეტეს, რო-ცა 20 წელი სიბნელეში ვიჯექით.
იმისათვის, რომ დავიცვა ზღვარი ზღვარს ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის, საერთაშორისო სტან-დარტებზე ვიმუშავებ. ეროტიკა ხომ პორნოგრაფია არ არის? დაფიქრება უნდა. ეროტიკა თუ თამამი არ იქნება, ეს მარაზმია. აქ ყველაფერი ეროტიკა ჰგონიათ. თუ იმაში ისევ ის დაინახეს, რისი დანახვაც უნდათ, მე რა ვქნა? „გუგლში“ საკუთარ გვარს და სახელს რომ ამოვაგდებ, ვტირი - ეს რად მაქცია საკუთარმა მასმედიამ. მაშინ, როცა ვიღაცა მართლა გარეწარი, მხეცი სათნოების ეტალონია. განა იმიტომ, რომ მე ვარ კარგი, უბრალოდ, ერთი ხაზის გადასმით არ შეიძლება ადამიანის ერთ ჩარჩოში მოქცევა, ყველას უნდა შეეძლოს ცხოვრების ნულიდან დაწყება. შემიძლია მცხობელი გავხდე, მაშინ ყველა მომეშვება - თურმე რა კარგ ტორტებს აცხობს ეს გოგო, რას გვერჩოდა თავისი ეროტიკითო, მაგრამ მე სხვა ინტერესი მაქვს. რამდენიმე დღის წინ ამერიკელ მეგობართან ერთად კლუბში ვიყავი და გოგონებს ისე ეცვათ, მკითხა, რა სჭირთ ამათ, პანაშვიდზე მოვიდნენო? დაფარული გარყვნილება არ მინდა. დაფარულ გარყვნილებას ღია სიშიშვლე მირჩევნია. ზედმეტი კდემამოსილების თამაში დამღლელია“, - აცხადებს მსახიობი.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)