ფოტოგრაფმა ლენარტ ნილსონმა 10 წელი დახარჯა იმისათვის, რომ გადაეღო ემბრიონის განვითარების ეტაპები ჩასახვიდან დაბადებამდე. ფოტოგრაფმა საერთაშორისო აღიარება მას შემდეგ მოიპოვა, რაც ჟურნალმა „LIFE“-მა 1965 წელს 16 გვერდზე მისი ფოტოების სერია გამოქვეყნა. ფოტოები ასევე გამოქვეყნდა „Stern”- ში, „Paris Match“-ში „The Sunday Times“-სა და სხვა ჟურნალებში, რომელმაც ფოტოგრაფს დიდი წარმატება მოუტანა.
ბავშვობიდანვე ფოტოაპარატი და მიკროსკოპი ლინარტ ნილსონის მთავარი გასართობი ატრიბუტები იყო. მას სურდა კაცობრიობისთვის ეჩვენებინა ადამიანის სილამაზე უჯრედოვან დონეზე. ადამიანის ემბრიონის ფოტოების გადაღება ნილსონმა 1957 წელს შეძლო.
იმისათვის, რომ უფრო მკვეთრი და ლამაზი ფოტოები გამოსვლოდა, მან ცისტოსკოპი- სამედიცინო ხელსაწყო გამოიყენა, რომელსაც ნილსონმა კამერა მიამაგრა და ათასობით ფოტო გადაიღო. ფოტოები საშვილოსნოს შიგნით ემბრიონის ცხოვრებას ასახავს.
ნილსონმა შეძლო სასწაული მოეხდინა -ეჩვენებინა მთელი მსოფლიოსთვის ადამიანის სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო.
1965 წელს გამოვიდა ნილსონის წიგნი „A Child is Born“, რომელიც რამდენიმე დღეში გაიყიდა. წიგნით უამრავი გამომცემლობა დაინტერესდა და დღემდე რჩება ისტორიაში, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნი“.
ლენარტ ნილსონი 91 წლისაა და დღემდე მუშაობს ფოტოგრაფიაში.