reportiori.ge - შოთა ჭიჭიაშვილი: ხელისუფლებას ულტიმატუმი წავუყენე, ჩემი ძმა გამოუშვით და პატრე ცისკარიშვილს გადმოგცემთ-მეთქი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:35
სამართალი
შოთა ჭიჭიაშვილი: ხელისუფლებას ულტიმატუმი წავუყენე, ჩემი ძმა გამოუშვით და პატრე ცისკარიშვილს გადმოგცემთ-მეთქი
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 13:26

ჭიჭიაშვილი პეტრე ცისკარიშვილის გატაცების დეტალებს იხსენებ. გაზეთ „კვირის პალიტრასტან"  საუბარში, აცხადებს, რომ მას აღნიშნული ფაქტი დაგეგმილი არ ჰქონია და მაშინდელი ხელისუფლების მიერ დადგმული გეგმის მსხვერპლი გახდა.

„პეტრე არც ჩემი მეგობარია და არც მისი ადვოკატი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას რაღაც ღირსება აქვს. იმ დროს პრეზიდენტობის კანდიდატებად მოიაზრებოდნენ კახა თარგამაძე, ზურაბ ჟვანია და მიშა სააკაშვილი. ესენი ედუარდ მეფის ვეზირები იყვნენ, ერთმანეთს უცინოდნენ, თან ძირს უთხრიდნენ. პეტრე ჟვანიას მეგობარი იყო. იმ დროს ჩვენ სულ სხვა ოპერაციაზე მივდიოდით. ძალოვანებმა შემომიგდეს კოტე ციხისთავი, ნაძირალა აგენტი. ჩვენი საქმისთვის მანქანის მონახვა მას დავავალე და მაინცდამაინც პეტრე ცისკარიშვილს არ მიგვაყენა? ეს იყო კოტე ციხისთავის, როგორც პოლიციის აგენტის მიერ წინასწარ დადგმული ოპერაცია.  ჩვენდა გაუცნობიერებლად დაგვაჯახეს ერთ-ერთ ჯგუფს. სხვა საქმეზე ვიყავით წასულები, მანქანა უნდა „დაგვეთრია", უფრო სწორად, ექსპროპრიაცია მოგვეხდინა, მერე კი სადმე მიგვეტოვებინა. პეტრე ვაჟკაცი ბიჭი აღმოჩნდა, წინააღმდეგობა გაგვიწია, ამიტომაც მისი წაყვანა მოგვიწია. ეს ციხისთავი პეტრეს დაეტაკა, გინება დაუწყო, ძალიან გავბრაზდი, დავემუქრე, კიდევ თუ რამეს მოიმოქმედებ, ტვინს გაგასხმევინებ-მეთქი. მაშინ დავეჭვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე. ჩვენ არც გამოსასყიდი მოგვითხოვია. იმათ ჩემი ძმა ჰყავდათ დაჭერილი, ერთი ძმა სპეცსამსახურებმა მოწამლეს და მომიკლეს, მეორე ძმა მის დასაფლავებაზე მოდიოდა, ვითომ კორიდორი მისცეს და დაიჭირეს. რადგან ასე ვერაგულად დააკავეს, ხელისუფლებას ულტიმატუმი წავუყენე, ჩემი ძმა გამოუშვით და პატრეს გადმოგცემით-მეთქი. გაუშვეს და მეც გავუშვი. ეს იყო და ეს."- აცხადებს ჭიჭიაშვილი.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016