ჭიჭიაშვილი პეტრე ცისკარიშვილის გატაცების დეტალებს იხსენებ. გაზეთ „კვირის პალიტრასტან" საუბარში, აცხადებს, რომ მას აღნიშნული ფაქტი დაგეგმილი არ ჰქონია და მაშინდელი ხელისუფლების მიერ დადგმული გეგმის მსხვერპლი გახდა.
„პეტრე არც ჩემი მეგობარია და არც მისი ადვოკატი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას რაღაც ღირსება აქვს. იმ დროს პრეზიდენტობის კანდიდატებად მოიაზრებოდნენ კახა თარგამაძე, ზურაბ ჟვანია და მიშა სააკაშვილი. ესენი ედუარდ მეფის ვეზირები იყვნენ, ერთმანეთს უცინოდნენ, თან ძირს უთხრიდნენ. პეტრე ჟვანიას მეგობარი იყო. იმ დროს ჩვენ სულ სხვა ოპერაციაზე მივდიოდით. ძალოვანებმა შემომიგდეს კოტე ციხისთავი, ნაძირალა აგენტი. ჩვენი საქმისთვის მანქანის მონახვა მას დავავალე და მაინცდამაინც პეტრე ცისკარიშვილს არ მიგვაყენა? ეს იყო კოტე ციხისთავის, როგორც პოლიციის აგენტის მიერ წინასწარ დადგმული ოპერაცია. ჩვენდა გაუცნობიერებლად დაგვაჯახეს ერთ-ერთ ჯგუფს. სხვა საქმეზე ვიყავით წასულები, მანქანა უნდა „დაგვეთრია", უფრო სწორად, ექსპროპრიაცია მოგვეხდინა, მერე კი სადმე მიგვეტოვებინა. პეტრე ვაჟკაცი ბიჭი აღმოჩნდა, წინააღმდეგობა გაგვიწია, ამიტომაც მისი წაყვანა მოგვიწია. ეს ციხისთავი პეტრეს დაეტაკა, გინება დაუწყო, ძალიან გავბრაზდი, დავემუქრე, კიდევ თუ რამეს მოიმოქმედებ, ტვინს გაგასხმევინებ-მეთქი. მაშინ დავეჭვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე. ჩვენ არც გამოსასყიდი მოგვითხოვია. იმათ ჩემი ძმა ჰყავდათ დაჭერილი, ერთი ძმა სპეცსამსახურებმა მოწამლეს და მომიკლეს, მეორე ძმა მის დასაფლავებაზე მოდიოდა, ვითომ კორიდორი მისცეს და დაიჭირეს. რადგან ასე ვერაგულად დააკავეს, ხელისუფლებას ულტიმატუმი წავუყენე, ჩემი ძმა გამოუშვით და პატრეს გადმოგცემით-მეთქი. გაუშვეს და მეც გავუშვი. ეს იყო და ეს."- აცხადებს ჭიჭიაშვილი.