პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ადგილობრივ არჩევნებზე სერიოზული კონკურენცია იქნება!
ავტორი: ანა შანიძე
20 იანვარი, 2014. 13:26
„ადგილობრივ არჩევნებზე სერიოზული კონკურენცია იქნება“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, "რედისონში" გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"ადგილობრივი არჩევნები გაცილებით დრამატული იქნება, რადგან ძალიან ბევრი პოლიტიკოსი იქნება ჩართული. კონკურენცია იქნება სერიოზული და ჩვენ არ ვართ საპრეზიდენტო არჩევნების მაღალი სტანდარტის ილუზიის ქვეშ და ვთვლით, რომ ქვეყანაში დამკვიდრებული ახალი პოლიტიკური ცხოვრების რეალური და საბოლოო დემონსტრირება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება", - განმარტა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტარფრაქციული ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდა. ჯგუფის წევრები დიპლომატიურ კორპუსს საორგანიზაციო საკითხებზე ესაუბრნენ.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27