reportiori.ge - ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:42
სამართალი
ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 14:32

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით, მეზობლის მკვლელობისა და დაჭრისთვის ბრალდებული, 49 წლის ვაჟა ახალკაციშვილი მკვლელობის ბრალდებაში გამართლდა. 
ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ეკა არეშიძემ გამოაცხადა. 
ბრალდებული ვაჟა ახალკაციშვილი რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული. ვერდიქტით, მას ბრალდება რამდენიმე მუხლში მოეხსნა და ბრალი დაედო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, იგი მკვლელობის ჩადენის დროს ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში იმყოფებოდა. 
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაჟა ახალკაციშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლში, 108-ე მუხლში, ასევე 19-109-უ მუხლში, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველ ნაწილში, ასევე 111-ე მუხლის პირველ ნაწილში.
აღნიშნული მუხლების მიხედვით, ვაჟა ახალკაციშვილს სასჯელის  საფუძველზე შეეფარდა ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ათვლა დაიწყო მისი ბრალის წარდგინების თარიღიდან - 2012 წლის 25 დეკემბრიდან.
როგორც სასამართლო პროცესის შემდეგ ვაჟა ახალკაციშვილის ადვოკატმა, გიორგი ონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.  ადვოკატის შეფასებით, ნაფიცი მსაჯულების პირობებში მართლმსაჯულებაში კანონიერება დამკვიდრდება და დღევანდელი გადაწყვეტილება სამართლის ისტორიაში შევა.
"მეზობლებმა მას უთხრეს, რომ ბინის გაფორმების საკითხებში პრობლემები არსებობდა, რადგან ბინა მემკვიდრეობით უნდა გადაეფორმებინათ, რის შემდეგაც ისინი მყიდველზე გადააფორმებდნენ, თუმცა ამით დრო გაწელეს, რის შემდეგაც ბინები გაძვირდა და მეზობლებმა მოინდომეს, აღარ მიეცათ ვაჟა ახალკაციშვილისთვის ფართი. მას სთავაზობდნენ ფულის დაბრუნებას, რაზეც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო უარზე და ითხოვდა ფართს. შემდეგ მიმართა პროკურატურას, რის საფუძველზეც ერთ-ერთი მეზობელი ელგუჯა ნიკოლიძე დააკავეს, თუმცა გირაოს სანაცვლოდ მძიმე ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ელგუჯა ნიკოლიძესთან მივიდა ვაჟა ახალკაციშვილი და სცადა შეეშინებინა, ამ დროს გამოჩნდა ელგუჯა ნიკოლიძის და ციალა ნიკოლიძე, მოხდა შელაპარაკება და ვაჟა ახალკაციშვილმა ვეღარ მოითმინა აღელვების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღი გახსნა და-ძმის მიმართულებით. და გარდაიცვალა, ხოლო ძმა დაიჭრა", - განაცხადა ადვოკატმა.
მისი ინფორმაციით, სწორედ აქედან გამომდინარე დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე მუხლის საფუძველზე და მისი ერთ-ერთი ბრალდება იყო განზრახ მკვლელობა, ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში.
"სწორედ ამ ნაწილში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს", - განაცხადა ონიანმა.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, 49 წლის ვაჟა ახალკაციშვილი მძიმე ავადმყოფია და შესაძლოა, ამ მოტივით მან სასჯელის სრული ვადა არც მოიხადოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგ დღეს პირველად გამოაცხადეს ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა როგორც ცნობილია, ნაფიცი მსაჯულების შერჩევა კიდევ რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016