რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში ჰომოსექსუალები დისკრიმინაციას არ განიცდიან. მისი თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას.
„რამდენიმე გეის პირადად ვიცნობ და მათთან მეგობრული ურთიერთობები მაქვს. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები ჩვენთან თავს მეორეხარისხოვნად არ გრძნობენ, რადგან მათ დისკრედიტაციას არავინ ეწევა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, „ბი-ბი-სი-ს“ მიმომხილველ ენდრიუ მართან საუბრისას.
„ელტონ ჯონი გამოჩენილი ადამიანი და საუცხოო მუსკოსია. რუსეთში ის მილიონობით ადამიანს გულწრფელად უყვარს, მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა“.
პუტინის თქმით, ბევრი გეი ჰყავს დაჯილდოებული თავიანთი საქმიანობისთვის და არა ორიენტაციისთვის. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთში აკრძალულია ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და არა - არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია, განსხვავებით მსოფლიოს ბევრი ქვეყნისგან. მისივე თქმით, მსოფლიოს 70 ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება.