ინდოელი მინისტრის მეუღლემ, სუსანდა პუშკარიმ ქმრის ღალატის გამო თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი დიდი ხანია ეჭვობდა, რომ მის მეუღლეს ერთ-ერთ ჟურნალისტთან რომანი ჰქონდა. სუსანდა პუშკარი “Leela Palace hotel”-ში მკვდარი იპოვეს.
ადგილობრივი სამართალდამცველების განმარტებით ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ქალბატონმა მინისტრის ტვიტერის გვერდი გატეხა, სადაც საკუთარი მეუღლისა და პაკისტანელი ჟურნალისტის მიმოწერები გამოაქვეყნა.
52 წლის სუსანდა პუშკარის გვამი დელიში მისმა მეუღლემ საში ტარორმა იპოვა, როდესაც დამლაგებლებმა დაუძახეს, რადგან სასტუმროს ნომერში ვერ შედიოდნენ დასალაგებლად.
მინისტრი საში ტარორი სამართალდამცველებმა დაჰკითხეს. გაირკვა, რომ მამაკაცმა ტვიტერის გვერდის გატეხვისთანავე ჟურნალისტთან მიმოწერა წაშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია “CNN-IBN”-ის და სხვა ინდური მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა, ქალბატონმა თავი მოიკლა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)