reportiori.ge - შოთა ჭიჭიაშვილი : მქონდა შესაძლებლობა, თუკი მოვინდომებდი, ესკობარივით ვყოფილიყავი საქართველოში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:50
სამართალი
შოთა ჭიჭიაშვილი : მქონდა შესაძლებლობა, თუკი მოვინდომებდი, ესკობარივით ვყოფილიყავი საქართველოში
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 14:50

შოთა ჭიჭიაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მას ნარკოტიკებთან შეხება არ ჰქონია.

 „ნარკოტიკების გაყიდვა უღირს საქმიანობად მიმაჩნია და სხვისი უბედურებით გამდიდრება და კეთილდღეობის აწყობა არც არავის შერჩენია. ვფიცავ, ნარკოტიკებთან არც პირდაპირი, არც ირიბი შეხება არასდროს მქონია, თუმცა იყო ამის შანსი და შემოთავაზება. მქონდა იმის საშუალება და შესაძლებლობა, თუკი მოვინდომებდი, ესკობარივით ვყოფილიყავი საქართველოში.  ვინც ნარკოტიკებს ყიდდა, მათ ომი გამოვუცხადე. იმათ კი ჩემი „გასაღება" განიზრახეს, რაშიც ფული გადაიხადეს. ასე რომ, ნარკომოვაჭრეებთან მტრობის მეტი არაფერი მაკავშირებს,"-განაცხადა ჭიჭიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხული მევლუდ (შოთა) ჭიჭიაშვილი 2003 წლის 24 ივნისს ადამიანების გატაცების, ბანდიტიზმისა და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზების ბრალდებით მოსკოვში დააკავეს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016