პოლონეთი პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ საათზე მოიწვია პოლონეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, სადაც განიხილება პოლონეთისა და ევროპის სტრატეგიული ურთიერთობის საკითხი უკრაინასთან მიმართებაში. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ავრცელებს პოლონეთის სახელმწიფო მეთაურის კანცელარია.
გარდა ამისა, როგორც ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, იანვრის ბოლოს კიევში ჩასვლას აპირებენ ევროპარლამენტარები. ევროპარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის ელჟბეტ ლუკაციევსკის ინფორმაციით, უკრაინაში პრობლემების მოგვარების გზებთან დაკავშირებით ევროპელი პოლიტიკოსები აპირებენ საუბარს კიევში როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. პოლონელი დეპუტატის აზრით, ასეთ სიტუაციაში ყველაზე რეალური შედეგები შეიძლება მოიტანოს სანქციებმა, ,,მე ვარ სანქციების მომხრე არა მოქალაქეებისთვის, არამედ იმ ტიპის პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ქმნიან პრობლემებს“.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს პოლონეთის უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდა 2013 წლის 2 დეკემბერს და ისიც უკრაინაში შექმნილ სიტუაციას ეძღვნებოდა.