ოპოზიციური პარტის "უდარ"-ის ლიდერი, ვიტალი კლიჩკო დღეს უკრაინის პრეზიდენტ, ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრას გეგმავს. როგორც "რია ნოვოსტი" წერს, ის აპირებს პრეზიდენტთან ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილოს.
"იანუკოვიჩმა პირობა მომცა, რომ ვითარება დარეგულირდებოდა, თუმცა სიტყვა არ შეასრულა. მე წავალ პრეზიდენტთან იმისათვის, რომ მივიღო პასუხი ოპოზიციის ხუთ მოთხოვნაზე", - განაცხადა კლიჩკომ.
ამასთან, უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მხარდამჭერებს მოუწოდა თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და დაპირისპირებებში მონაწილეობა არ მიიღონ.
კიევში სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები 19 იანვარს დაიწყო. ევრომაიდანზე შეკრებილების უკმაყოფილება რადას მიერ 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს.
(მოამზადა თეო ტაბატაძემ)