კიევის ქუჩებში კვლავ გრძელდება დაპირისპირება ევრომაიდანის აქტივისტებსა და სპეცრაზმ - ბერკუტის წარმომადგენლებს შორის. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს ესვრიან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, რკინის ჭანჭიკებსა და ქვებს, შურდულების გამოყენებით.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ სამართალდამცავთა ქმედება არ გასცდება კანონის ფარგლებს, თუმცა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმ ბერკუტს სპეციალური ბრძანებით ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მისცა.
შეტაკებების შედეგად ამ დროისათვის მინიმუმ 150 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 30-მდე ჟურნალისტი.
უკრაინის პრეზიდენტმა ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვია, თუმცა, ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, თუკი ხელისუფლება არ გააუქმებს 2 დღის წინ მიღებულ ანტიდემოკრატიულ კანონებს, რომლებმაც არეულობის პროვოცირება გამოიწვია.