საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ მაქართის დაწყებითი სკოლის IV კლასის მოსწავლეს, ბაჩო წიკლაურს წერილი და საჩუქრები გაუგზავნა.
როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის "ფეისბუქის" გვერდზეა აღნიშნული, 16 იანვარს, ბაჩო წიკლაურს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაგზავნილი წერილი და საჩუქრები გადაეცა - პერსონალური კომპიუტერი და ველოსიპედი. ბაჩო წიკლაური მაქართის სკოლის ერთადერთი მოსწავლეა.
„ბაჩო! ჩვენო პატარა ვაჟკაცო! მთელმა საქართველომ გაიგო, რომ გუდამაყარში, მაქართის სკოლას ერთადერთი ჰყავს - ბაჩო წიკლაური, საამაყო ბიჭი. კარგი სწავლით, დიდი ნებისყოფით და, რაც მთავარია, მშობელი მიწისა და მთების სიყვარულით, შენი ერთგულებით უკვე ემსახურები სამშობლოს. სწორედ შენ და შენი ოჯახი იცავთ ჩვენს ქვეყანას, თქვენნაირი ადამიანების მხრებზე იდგა და დღემდე მოვიდა საქართველო. მადლობა თქვენ ამისათვის! ბევრ სიხარულს და ნატვრის ასრულებას, სამშობლოს აყვავებას და ძლიერებას გისურვებ, ჩვენო სასახელო პატარა ვაჟკაცო, სამშობლოს ერთგულო მცველო!", - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)