თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით იარაღისა და ასაფათქებელი ნივთიერებების უკანონოდ შეძენაში ბრალდებულ, მიკაელ კადიევი და რიზმან ომაროვი პატიმრობაში რჩებიან. მათი გირაოთ გათავისუფლებაზე სასამართლომ უარი განაცხადა. ადვოკატი, გელა ნიკოლაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს არ ჰქონდა არგუმენტი იმისათვის, რომ მათ გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. „ამ ადამიანებს პასპორტები არ აქვთ, ისინი ვერც მიმალვას და ვერც საზღვრის გადაკვეთას შეძლებენ, საუბარი იყო თითქოს მათ მოწმეებზე ზემოქმედება შეუძლიათ, თუმცა ამ საქმეში რეალურად მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან. ვფიქრობ ეს სააკაშვილის სასამართლოს სტილის გაგრძელებაა, ზოგადად საქმე პიარზეა აგებული.ჩხრეკის დროს რამდენიმე წუთის განმავლობაში პოლიცილები ოთახებში მარტო იმყოფებოდნენ, იარაღიც მათი ჩადებულია. კადიევს და ომაროვს ჩხრეკის პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს. მათ ბრალი 236-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წაუყენეს, ეს კი ნაკლებად მძიმე დანაშაულია, რაც ჯარიმიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"-განმარტა გელა ნიკოლაიშვილმა „რეპოსრტიორთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს სამართალდამცველებმა კადიევისა და ომაროვის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია ამოიღეს.