reportiori.ge - მიკაელ კადიევი და რაზმინ ომაროვი პატიმრობაში რჩებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:02
სამართალი
მიკაელ კადიევი და რაზმინ ომაროვი პატიმრობაში რჩებიან
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 15:37

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით   იარაღისა და ასაფათქებელი ნივთიერებების უკანონოდ შეძენაში ბრალდებულ, მიკაელ კადიევი  და რიზმან ომაროვი პატიმრობაში რჩებიან. მათი გირაოთ გათავისუფლებაზე სასამართლომ უარი განაცხადა. ადვოკატი, გელა ნიკოლაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს არ ჰქონდა არგუმენტი იმისათვის, რომ მათ გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. „ამ ადამიანებს პასპორტები არ აქვთ, ისინი ვერც მიმალვას და ვერც საზღვრის გადაკვეთას შეძლებენ, საუბარი იყო თითქოს მათ მოწმეებზე ზემოქმედება შეუძლიათ, თუმცა ამ საქმეში რეალურად მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან. ვფიქრობ ეს სააკაშვილის სასამართლოს სტილის გაგრძელებაა, ზოგადად საქმე პიარზეა აგებული.ჩხრეკის დროს რამდენიმე წუთის განმავლობაში პოლიცილები ოთახებში მარტო იმყოფებოდნენ, იარაღიც მათი ჩადებულია. კადიევს და ომაროვს ჩხრეკის პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს.  მათ ბრალი 236-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წაუყენეს, ეს კი ნაკლებად მძიმე დანაშაულია, რაც ჯარიმიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"-განმარტა გელა ნიკოლაიშვილმა „რეპოსრტიორთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს სამართალდამცველებმა კადიევისა და ომაროვის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია ამოიღეს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016