reportiori.ge - ოპრა უინფრი - მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:00
მედია
ოპრა უინფრი - მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი
ავტორი:
21 იანვარი, 2014. 19:08

ოპრა უინფრი - ყველაზე გავლენიანი შავკანიანი ქალი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო. ჟურნალისტიკის სფეროში ოპრამ ყველაზე მაღალ მწვერვალებს მიაღწია. თუმცა მისი, როგორც ბრენდის შექმნის ისტორია უამრავ ტრაგიკულ და ძნელ პერიოდებს მოიცავს.


ოპრამ მსოფლიო დონის აღიარება დიდ ხნის წინ მოიპოვა. დღეს კი მას საკუთარი მაუწყებლობა „oprah winfery  network" აქვს და მსოფლიოს მასშტაბით, თავისი გადაცემებითა და სხვადასხვა სახის შემეცნებითი ჩანახატებით ჟურნალისტებს მასტერ-კლასებს უტარებს. 

 

OWN მთელი მსოფლიოს ვარსკვლავების, ყველაზე გავლენიანი პოლიტკოსებისა თუ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების ცხოვრებისეულ დეტალებზე გულახდილად საუბრობს. მომღერალი ლედი გაგა, რეპერი ჯეი ზი; კენიუ ვესტი; ბიონსე; გრანტ ჰილი; დრიუ ბერიმორი და ურიცხვი ვარსკვლავი ოპრას რესპოდენტი არაერთხელ გამხდარა. ინტერვიუს მიღმა ყოველთვის შეიმჩნევა მაყურებელთან უშუალო დამოკიდებულება, ადამიანური შეცდომებისა და ტკივილის განცდა... ოპრა თითქოს სზღვრებს არღვევს და მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე საინტერესო ადამიანებს ტელეეკრანიდან თქვენს ოთახში ანაცვლებს. 


 

 

 

„გააკეთეთ რამე ისეთი, რაც გგონიათ არასდროს გამოგივათ, დამარცხდით, სცადეთ კიდევ და ამჯერად უკეთესად", - ყველაზე უბრალო, ადამიანური ტკივილებით, მაგრამ საზოგადოებასთან უშუალო, მილიარდერი  ოპრა უინფრი დამწყები ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი სამაგალითო და იმედის მომცემი მაგალიათია.


უინფრი მილიონერი 32 წლის ასაკში გახდა.  დღეს კი მისი ქონება 1,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც მან, ძირითადად, საპროდიუსერო სფეროში საქმიანობით დააგროვა.


2007 წელს, ჟურნალმა „ფორბსმა" ოპრა უინფრი ყოვლისშემძლე პიროვნებად დაასახელა. ამავე ჟურნალის ინფორმაციით, უინფრი მსოფლიო მასშტაბით შოუბიზნესში ყველაზე მდიდარი ქალია, ყველაზე ძლიერ ქალებს შორის კი მილიარდერი ქალბატონი 21-ე ადგილზე მოხვდა.


უინფრის პოპულარობასთან ერთად, გულისხმიერი ადამიანის იმიჯიც აქვს. წლის განმავლობაში,  შეიძლება ითქვას, ალტერნატიულად ცხოვრობს ჩიკაგოში, სანტა-ბარბარასა და ჰავაიში. მისი საქველმოქმედო ფონდი "THE OPRAH WINFREY FOUNDATION" მორალურად და მატერიალურად გაჭირვებული ადამიანების დახმარების მიზნით შეიქმნა. 2005 წელს  ავტომობილებით  დაასაჩუქრა 200 ადამიანი, რომელიც მის თოქ-შოუს დაესწრო. 2007 წლის ოქტომბრის ბოლოს კი მილიარდერმა წამყვანმა გადაცემის სცენაზე თავისი პუბლიკისათვის სიურპრიზის გაკეთება კვლავ გადაწყვიტა, 314 ადამიანს კონვერტები გადასცა, ყოველი კონვერტი 1000 დოლარსა და კამერას შეიცავდა.


2004 წელს ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ თავისი გადაცემის ახალი სეზონი გრანდიოზული სიურპრიზით გახსნა. მან გადაცემის ჩაწერაზე მყოფ აუდიტორიას კოლოფები დაურიგა და თან გააფრთხილა არ გაეხსნათ ისინი თვითნებურად. ოპრამ განაცხადა, რომ 276 მაყურებლიდან, რომლებიც ჩაწერას ესწრებოდნენ, ერთი იღბლიანი ამ დღეს მოიგებდა მანქანას. საბოლოოდ ფინალისკენ ოპრამ განაცხადა ყველას გაეხსნა კოლოფი... აუდიტორია შოკში ჩავარდა, რადგან 276-ივე კოლოფში იდო ახალი მანქანის გასაღები. ტელეწამყვანი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ეს დღე ყველაზე საუკეთესო იყო მის კარიერაში...

 

 

 

ოპრა გეილ უინფრი ყველაზე ღარიბ, "ფერმერულ" შტატში - მისისიპიში 1954 წელს დაიბადა. დედამისი, ვერნიტალი მოსამსახურედ მუშაობდა. მამა, ვერნონ უინფრი ქალიშვილის დაბადების მომენტში არმიაში მსახურობდა და არც გეგმავდა ვერნიტალის ცოლად შერთვას.



ცხოვრების პირველი 6 წელი ოპრამ ბებიასთან ერთად გაატარა. ისინი მდინარე მისისიპისთან, პატარა სოფელში ცხოვრობდნენ. გოგონას კითხვა ნაადრევად შეასწავლეს, მაგრამ ხშირად, წიგნს გვერდზე გადადებდა და მეზობლის ტელევიზორში ახალ ამბებს უყურებდა. შემდეგ კი თოჯინებს თავის გარშემო გაამწკრივებდა და ინტერვიუს იღებდა...



როცა 6 წელი შეუსრულდა, დედამ ქალაქ მილუოკის გეტოში, ახალ ოჯახში მიიყვანა. სწორედ იქ მოხდა მისი ცხოვრების მთავარი ტრაგედია. 9 წლის გოგონა მისმა დეიდაშვილმა გააუპატიურა. დედა, რომელმაც ვერ შეძლო შვილის დაცვა, ხან მამასთან გზავნიდა მას, ნეშვილში, ხან ისევ უკან მოჰყავდა. საბოლოოდ "ჯიუტი" ოპრა ყველას გაექცა და მანამდე დახეტიალებდა, სანამ, ფეხმძიმეს, მამა მოძებნიდა. 


ბავშვი უდღეური დაიბადა და დაიღუპა. ვერნონმა კი "რთული მოზარდის" აღზრდას მიჰყო ხელი. ერთხელ ოპრა უინფრიმ გაამხილა: "მამაჩემმა სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ის მიმტკიცებდა, რომ იმაზე უკეთესი ვიყავი, ვიდრე თავად მეგონა..."


16 წლის ასაკში ოპრამ ორატორული ხელოვნების კონკურსში გაიმარჯვა და მიიღო სასწავლო გრანტი ტენესის შტატის უნივერსიტეტში, სადაც შეძლო დაუფლებოდა სცენურ მეტყველებასა და სამსახიობო ოსტატობას.


მისი ყოველდღიური განრიგი ძალზე დატვირთული იყო. ოპრა საკუთარ თავს დღესასწაულებზეც კი არ აძლევდა მოდუნების უფლებას.


მეორე კურსზე სწავლისას ნეშვილის სატელევიზიო კომენტატორის თანაშემწის ადგილი შესთავაზეს. ადგილობრივი ტელეარხის ახალი ამბები ხშირად უხალისოდ მიმდინარეობდა. ოპრა ღელვისგან აკანკალებული ხმით თითქოს ცრემლებს ყლაპავდა, როცა მაყურებელს ქარიშხლის ან საბირჟო მონაცემებს აცნობდა. გულწრფელი თანაგრძნობის ნიჭმა, რომელმაც მას მოგვიანებით ასეთი წარმატება მოუტანა, სამსახური დააკარგვინა - გოგონა ტელეარხიდან დაითხოვეს. თუმცა სწავლა უნივერსიტეტში და მომავლის გზების ძიება გრძელდებოდა. 1976 წელს უინფრი ბალტიმორში ერთ-ერთ ტელეარხზე რეპორტიორად და თანაავტორად მიიწვიეს. მას  შანსი მიეცა. ოპრა მზად იყო, ბრძოლაში ჩართულიყო. მიიღო დავალება - უნდა გაეკეთებინა სიუჟეტი ქალაქის იმ რაიონში, სადაც მხოლოდ თეთრები ცხოვრობდნენ. ის ერთ-ერთი მაღაზიის მესაკუთრესთან მივიდა, მაგრამ გაცნობისას ასეთი პასუხი მიიღო: "ჩვენ ნიგერიელებს ხელს არ ვართმევთ. გაეთრიე აქედან!" უინფრიმ მშვიდად მიუგო: "დაგენაძლევებით, რომ ნიგერიელები კმაყოფილნი დარჩებიან!"
მაყურებელმა კი ახალბედა ჟურნალისტი მალე მიიღო და შეიყვარა კიდეც. ამის შედეგად, ცოტა ხანში ოპრას შესთავაზეს შოუს გაძღოლა, რომელსაც ერქვა "ადამიანები ლაპარაკობენ". 

 

 

 

გარდაცვლილი მომღერლის უიტნი ჰიუსტონის ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მეგობარი, მილიარდერი მეცენატი ჟურნალისტიკურ მოღვაწეობას დღესაც აგრძელებს. მისი გადაცემები მსოფლიო რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალ შეფასებებს იღებს...


ოპრას სახლთან საკუთარი ბოსტანი აქვს, სადაც ბოსტნეული თავად მოჰყავს. ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ამერიკელი ვარსკვლავი ოპრა საზოგადოებასთან ურთიერთბას არ წყვეტს. მისი ცხოვრება კი ბრძოლისა და დაბრკოლებების ღირსეულად გადალახვის საუკეთესო მაგალითია. ბრენდმა "OPRAH WINFREY" ისტორიაში თავისი ადგილი უკვე დაიკავა... ახალგაზრდა, დამწყები, თუნდაც წარუმატებელი ჟურნალისტებისთვის ოპრას შემოქმედება და მრავალფეროვანი ცხოვრება გამარჯვებისა და წარმატების სიმბოლოდ რჩება.





(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016