ბელორუსის პრეზდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას ეხმაურება. მისი შეფასებით, „ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, კოშმარი და კატასტროფაა!"
„ეს ჩემი საქმე არ არის, იქ უჩემოდაც გაერკვევიან, მაგრამ რაც ხდება უკრაინაში - კოშმარი და კატასტროფაა. თუკი ის ადამიანები, რომლებსაც დღეს მთავრობა არბევს, ხელისუფლებაში მოვლენ, დიდი ხნით დარჩებიან. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, უკრაინა დსთ-ის ლიდერობას შეძლებს და სამიტი არ გადაიდება", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ „ცალკეულ პოლიტიკოსებს დიდი ამბიციები აქვთ". მისივე შეფასებით, „უკრაინის მოვლენებზე გავლენას გარე ძალები ახორციელებენ".
„პოლონელები იმედოვნდნენ, რომ უკრაინას ევროპამდე მიიყვანდნენ, პროგრამებსაც ადგენდნენ. ვშიშობ, უკრაინა დასავლეთისა და აღმოსავლეთის გარჩევების არენად არ იქცევა", - აცხადებს ალექსანდრე ლუკაშენკო.