სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, სადაც ჰოლივუდის მსახიობს ლეონარდო დი კაპრიოს ქართველი გულშემატკივარი ეძახის კამერისკნ გამოიხედოს.
შეგახსენებთ, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალი 2014 წლის 12 იანვარს გაიმართა. დი კაპრიომ დაჯილდოებაზე მთავარი პრიზი - „ოქროს გლობუსი“ „მამაკაცის საუკეთესო როლისთვის კომედიაში, ან მიუზიკლში“ დაიმსახურა. პრიზი მან „უოლ სტრიტის მგელში“ შესრულებული როლისთვის მიიღო.
შეგახსენებთ, მსახიობისთვის ეს რიგით მეათე ნომინაციაა. მას უკვე აქვს ერთი ჯილდო. „ოქროს გლობუსის“ ეს რიგით 71-ე დაჯილდოვების ცერემონიალი იყო. ეს ცერემონიალი წინ უსწრებს ხოლმე „ოსკარის“ დაჯილდოებას, ამიტომ აქ გამარჯვებულ ნომინანტებს, კრიტიკოსები ხშირად უწინასწარმეტყველებენ კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს „ოსკარს“.
ლეონარდო დი კაპრიო იმ მსახიობთა რიცხვშია, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღია ოსკარი. მასთან ერთად ამ რიცხვში, გაგიკვირდებათ და ისეთი მსახიობები არიან, როგორებიცა არიან - ბრედ პიტი, ჯონი დეპი, ჯიმ ქერი, ჰელენა ბონემ კარტერი, კამერონ დიასი, ანტონიო ბანდერასი და სხვები.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)