reportiori.ge - კონსტანტინე გამსახურდია ლარის კურსის ვარდნას ეხმაურება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:32
ეკონომიკა
კონსტანტინე გამსახურდია ლარის კურსის ვარდნას ეხმაურება
ავტორი:
22 იანვარი, 2014. 12:43

ლარის კურის ვარდნას ყოფილი დიპლომატი კონსტანტინე გამსახურდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება:

 

„ლარის კურსი ევროპულ და ამერიკულ ვალუტასთან შედარებით, კვლავ უნუგეშოდ დაბლა მიიწევს. შესაძლოა შემეკამათონ, მაგრამ ფაქტია, რომ ლარი კონვერტირებადი ვალუტაა მხოლოდ საქართველოში. მას ვერცერთ ევროპულ ან ამერიკულ ბანკში პრაქტიკულად, ვერ გადაცვლით.

 

როგორც საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი, მე ვმუშაობდი BIS-თან, (Bank of international Settlements, ანუ ქართულად საერთაშორისო ანგარიშგასწორებათა ბანკი), რომლის მთავარი ოფისიც არის შვეიცარიაში, კერძოდ ბაზელში. ეს სინამდვილეში ბანკი კი არ არის, არამედ მეტად გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, მსოფლიოში მისი წევრია 39 ქვეყნის ეროვნული ბანკი (ყოფილი სსრკ- სივრციდან რუსეთის და 3 ბალტიური ქვეყნის) რათა მომხდარიყო საქართველოს გაეწევრიანება, კადრების გადამზადება და შესაბამისად ლარის ქცევა საერთაშორისო ვალუტად. მაგრამ წინა ხელისუფლებამ ვეღარ გაბედა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, თან მალე წასვლამაც მოუწია. (ან შესაძლოა სხვა, უფრო ბნელი მოსაზრებებიც აბრკოლებდა მავანს...) არც ახალმა ხელისუფლებამ გამოიჩინა დაინტერესება ამ მხრივ.

 

ამასთან დაკავშირებით, საყურადღებოა ესტონეთის ეკონომიკური სასწაულის ერთ-ერთი შემოქმედის, ყოფილი პრემიერის, მარტ ლაარის რეფორმა, რომლის საფუძველიც, მისივე სიტყვებით ყოფილა: 1. 1991 წელს მათ მიიღეს თავისუფალი ფასწარმოქმნის სისტემა 2. შექმნეს სავალუტო საბჭო, ესტონური კრონა კი პირდაპირ მიაბეს მაშინ ჯერ კიდევ არსებულ გერმანულ მარკას, რის შედეგადაც კრონა კონვერტირებადი ვალუტა გახდა მთელს მსოფლიოში. ხომ არ გვესწავლა წარმატებული ქვეყნებისგან?“, - წერს გამსახურდია.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016