reportiori.ge - ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში შეიარაღებული ძალების კვების ხარისხს საგანგაშოდ მიიჩნევენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:47
სამართალი
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში შეიარაღებული ძალების კვების ხარისხს საგანგაშოდ მიიჩნევენ
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 16:02

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს შეიარაღებული ძალების კვების უსაფრთხოებაში არსებულ მდგომარეობას საგანგაშოდ მიიჩნევს. 
სამხედრო მოსამსახურეები არანორმირებულიდან ნორმირებული კვების რეჟიმზე გადავიდნენ, თუმცა, უცნობია, რომელი კომპანიები იღებენ პასუხისმგებლობას უწყებაში  ეფექტურ მუშაობასა და უსაფრთხოებაზე.
"ორგანიზაცია ითვალისწინებს შემთხვევას, რომელიც ქუთაისში, 11 სამხედრო მოსამსახურის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მოხდა. ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები დაფიქსირდა გორში, ვაზიანსა და ფოთის სამხედრო ნაწილებში. მოიწამლა 52 ჯარისკაცი. ორგანიზაცია თავდაცვის სამინისტროს კვებითი უსაფრთხოების მიმართულებით კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს და მიმართავს, დააყენოს კვებით უზრუნველყოფაზე კონტრაქტორი კომპანიების პასუხისმგებლობა, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება. არსებული ინფორმაციით, დღეს კომპანია "ქართული კვება" შეიარაღებულ ძალების სისტემაში ლიდერი კონტრაქტორია, რომელიც სფეროში ფაქტობრივ მონოპოლიას ფლობს. შესაბამისად, ჯარისკაცების მოწამვლის შემთხვევები აუცილებლობას ბადებს მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა არსებობდეს კვებით უსაფრთხოების სფეროში, ხოლო სამინისტრომ და მინისტრმა გაცილებით მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს ამ მიმართულებით. განაახლოს სატენდერო კონკურსი, რადგანაც კომპანიები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სამინისტროს მიერ 2013 წლის თებერვალში გამოცხადებულ 4 ტენდერში, გამოირჩეოდნენ ფასთა სხვაობით და შემოთავაზებული მომსახურების ხარისხით." - ნათქვამია "ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებაში. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016