სოფელ ვაჩნაძიანის მკვიდრმა არჩილ ნაპირელმა რუსეთის სახელმწიფო დროშა საკუთარი სახლის სახურავიდან ჩამოხსნა. მისი თქმით, დროშის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ქმედება მეზობლებმა და ნათესავებმა უარყოფითად შეაფასეს.
ამ ფაქტის შესახებ „რეპორტიორი“ მაშინ წერდა, როცა მან რუსეთის სახელმწიფო დროშა საკუთარ სახლზე აღმართა.
„ამ ქევყანამ ჩვენ ტერიტორიები წაგვართვა და მისი დროშა ჩვენს სოფელში ფრიალებდეს, შეურაცხმყოფელია“, - აცხადებდა მისი თანასოფლელი, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელებისაგან თავი შეიკავა.
„როგორც ვიცი, ნაპირელების ოჯახის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. ისინი იქ მუშაობენ. გუშინ იქეიფეს და ოჯახის უფროსმა რუსეთის პატივისცემის ნიშნად დროშა გამოკიდა. შესაძლოა, თვითონ დასაქმებულები არიან და თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ ამით ისინი ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას შეურაცხყოფენ“,- აცხადებდა ის.
თავად რუსეთის დროშის აღმართვის ინიციატორი კომენტარს აქამდე არ აკეთებდა.