reportiori.ge - კიევში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 13:00
მსოფლიო
კიევში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
ავტორი:
22 იანვარი, 2014. 14:12

უკრაინული პრავდას" ცნობით, ცოტა ხნის წინ მიღებული ჭრილობების შედეგად საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე, 25 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა, რომლის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.


ესპრესო ტვ კი ევრომაიდანის სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გრუშევსკის ქუჩაზე სნაიპერმა ორი დემონსტრანტი მოკლა.


ევრომაიდნის სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, სნაიპერის ტყვიას 30-35 წლამდე, ორი მომიტინგე ემსხვერპლა, რომელთაც ჭრილობები თავის არეში ჰქონდათ მიყენებული. მისივე თქმით, სნაიპერი გრუშევსკის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის მეექვსე სართულზეა განთავსებული. 


დღეს დილით ცნობილი გახდა ორი აქტივისტის დაღუპვის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, სერგეი ნიგოიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. მეორე გარდაცვლილი აქტივისტი კი, რომლის ვინაობაც დაუდგენელია, კიევის "დინამოს" სტადიონთან მიღებული შეტაკებების შედეგად გარდაიცვალა.

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016