უკრაინული „პრავდას" ცნობით, ცოტა ხნის წინ მიღებული ჭრილობების შედეგად საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე, 25 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა, რომლის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
„ესპრესო ტვ“ კი ევრომაიდანის სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გრუშევსკის ქუჩაზე სნაიპერმა ორი დემონსტრანტი მოკლა.
ევრომაიდნის სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, სნაიპერის ტყვიას 30-35 წლამდე, ორი მომიტინგე ემსხვერპლა, რომელთაც ჭრილობები თავის არეში ჰქონდათ მიყენებული. მისივე თქმით, სნაიპერი გრუშევსკის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის მეექვსე სართულზეა განთავსებული.
დღეს დილით ცნობილი გახდა ორი აქტივისტის დაღუპვის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, სერგეი ნიგოიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. მეორე გარდაცვლილი აქტივისტი კი, რომლის ვინაობაც დაუდგენელია, კიევის "დინამოს" სტადიონთან მიღებული შეტაკებების შედეგად გარდაიცვალა.
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)