რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია უკვე წლებია რუსულ შოუ-ბიზნესში მოღვაწეობს. ჟუნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში მომღერალი აცხადებს, რომ აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქს".
„თუ ყველა სარგებლობს სოციალური ქსელით, რატომ არ უნდა გავაკეთო საკუთარი გვერდი „ფეისბუქზე"? აიფონური სისტემა მაძლებს იმის საშუალებას, რომ სოციალური ქსელით უპრობლემოდ ვისარგებლო. ერთადერთი პრობლემა მაქვს, როცა ლათინური ასოებით წერენ, აიფონური სისტემა ცუდად კითხულობს, მაგრამ რაღაცნაირად ვახერხებ, ნელ-ნელა ამასაც ვეჩვევი. რაც შეეხება მეგობრებს, ჩემები სახლში დამცინიან, როგორ შეიძლება ყველა დაიმეგობროო. მერიდება, უარი როგორ ვუთხრა, მერე სხვანაირად მიიღებენ - ღურწკაიამ უარი გვითხრა დამეგობრებაზეო. უკვე იმდენი მეგობარი მყავს, ახლებს ვეღარ ვამატებ", - აცხადებს მომღერალი.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)