reportiori.ge - აშშ-მა ევრომაიდანის ძალადობრივ დარბევაში მონაწილე პირებს ვიზები გაუუქმა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 12:35
მსოფლიო
აშშ-მა ევრომაიდანის ძალადობრივ დარბევაში მონაწილე პირებს ვიზები გაუუქმა
22 იანვარი, 2014. 15:44

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზები გაუუქმა უკრაინის იმ მოქალაქეებს, ვინც გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში ევრომაიდანის ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდა. ამ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. 

 

გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში მაიდანის დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში მონაწილე უკრაინის რამდენიმე მოქალაქეს აშშ-ის საელჩომ ვიზები გაუუქმა", - ნათქვამია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს იმ პირთა წინააღმდეგ, რომელიც პასუხისმგებლია უკრაინაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებზე. 


უკრაინაში დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებები დღეს კვლავ განახლდა. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016