reportiori.ge - საია თენგიზ გუნავას გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:47
სამართალი
საია თენგიზ გუნავას გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 17:05

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სამეგრელოს გუბერნატორ თენგიზ გუნავას სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების ნაწილში ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით პრეზიდენტის შეწყალების აქტი კანონიერია, თუმცა ნასამართლეობის მოხსნის ნაწილში - უკანონო.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" განცხადებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 30 ივლისის განკარგულებით შეწყალებული თენგიზ გუნავას ნასამართლობის მოხსნამ კითხვები გააჩინა, თუ რამდენად კანონიერი და სამართლიანი იყო პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საია იმ ძირითად კითხვებს პასუხობს, რომელთა დაკავშირებითაც აზრები სხვადასხვაგვარია.


არის თუ არა ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერი პრეზიდენტის განკარგულება გუნავას სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ?
აღნიშნულ საკითხს არეგულირებს ,,შეწყალების გამოყენების წესის შესახებ" კანონის თანახმად ,შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებული პირის მიმართ:

·  რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი;

· რომელიც პირველადაა მსჯავრდებული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის 1/3;

•  რომელიც არ ცნობს თავს დამნაშავედ, არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და არ ითხოვს შეწყალებას"- ნათქვამია განცხადებაში.


.
საიას ინფორმაციით, გუნავა ორი დანაშაულის ჩადენისათვის იხდიდა სასჯელს, მას არ ჰქონდა მოხდილი სასჯელის 1/3, არ ცნობდა თავს დამნაშავედ, შესაბამისად, არ ინანიებდა დანაშაულს და არც შეწყალებას ითხოვდა. ანუ მითითებული ნორმატიული აქტის ამ მოთხოვნებს გუნავას შემთხვევა არ აკმაყოფილებდა.


თუმცა, N277 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პრეზიდენტს უფლება აქვს ამავე ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე. შესაბამისად, მიუხედავად ზემოაღნიშნული აკრძალვებისა, პრეზიდენტს პრეზიდენტისავე ბრძანებულების საფუძველზე, ფაქტობრივად, მსჯავრდებულთა შეწყალების შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს მინიჭებული. მან ეს ძალაუფლება მოცემულ შემთხვევაში გამოიყენა და, შესაბამისად, მისი აქტი გუნავას სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების ნაწილში ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერი იყო .


კანონიერია, თუ არა პრეზიდენტის განკარგულება გუნავასთვის ნასამართლობის მოხსნის შესახებ? საია პასუხობს, რომ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (მუხლი 78) იცნობს 2 სახის შეწყალებას: 1) შეწყალება სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების, შემცირების ან შეცვლის შესახებ; 2) შეწყალება ნასამართლობის მოხსნის შესახებ; სისხლის სამართლის კოდექსის 78- მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა".

საია ყურადღებას ამახვილებს, რომ შეწყალების აქტით ნასამართლობა შეიძლება მოეხსნას სასჯელმოხდილს. მოცემულ შემთხვევაში, პრეზიდენტის აქტის გამოცემის მომენტში გუნავა არ იყო სასჯელმოხდილი და შესაბამისად, მისთვის ნასამართლეობის მოხსნის შესაძლებლობას სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ამ შესაძლებლობას არც ,,შეწყალების გამოყენების წესის შესახებ" პრეზიდენტის 2004 წლის ბრძანებულება ითვალისწინებს. უფრო მეტიც, ეს ბრძანებულება ერთმანეთისგან მიჯნავს მსჯავრდებულის შეწყალებას და სასჯელმოხდილი პირისათვის ნასამართლობის მოხსნას.


გარდა ამისა, განცხდებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ერთმანეთისგან  ,,მსაჯავრდებულსა" და ,,სასჯელმოხდილ" პირს განასხვავებს. როგორც აღინიშნა, შეწყალება ნასამართლობის მოხსნის ფორმით, შეიძლება განხორციელდეს სასჯელმოხდილი პირის მიმართ, რაც, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ნასამართლობის მოხსნა დასაშვებია იმ მსჯავრდებულთა მიმართაც, ვისაც სასჯელი არ მოუხდია. მსგავსი რამ საქართველოს კანონმდებლობაში, უბრალოდ, არ წერია.
აქვე ხაზგასმულია, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება არის მსჯავრდებულის შეწყალება და არა სასჯელმოხდილი პირისათვის ნასამართლობის მოხსნა. ნასამართლობის მოხსნას  სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს, თუმცა, როგორც აღინიშნა, მხოლოდ სასჯელმოხდილი პირების მიმართ.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განკარგულება გუნავასთვის ნასამართლობის მოხსნის ნაწილში კანონიერი არ არის.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016