უკრაინული ტელეარხები გარდაცვლილი დემონტსრანტის კადრებს ავრცელებენ. გავრცელებული ცნობით, სერგეი ნიგონიანი ოპოზიციის მხარდამჭერი მიტინგების აქტიური წევრი იყო. ის გამთენიისას შეტაკების დროს მოკლეს. ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ მის გარდა კიდევ ერთი ადამიანია დაღუპული.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის ნიკოლაი აზაროვის განცხადებით, თუ კიევში პროვოკატორები არ გაჩერდებიან, ხელისუფლება კანონით გათვალისწინებულ ძალას გამოიყენებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა ტელეკომპანია „Россия 24"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„თუ პროვოკატორები არ გაჩერდებიან, ხელისუფლებას კანონით გათვალისწინებული ძალის გამოყენების გარდა, სხვა გამოსავალი არ დარჩება“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, აზაროვმა იმედი გამოთქვა, რომ შექმნილ ვითარებაში საბოლოოდ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და მხარეები კომპრომისს მიაღწევენ.
ამ დროისათვის უკრაინაში აქიის დარბევის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა ხუთს შეადგენს, თუმცა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.