„გიორგი მარგველაშვილმა თურქეთში ის სომხური მონასტრები დაათვალიერა, რომელსაც ქართველები ისაკუთრებენ“, - ამის შესახებ სომხური მედია წერს. სააგენტო „ARMENIAN REPORT“ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თურქეთში ვიზიტს ეხმაურება.
„მარგველაშვილმა სომხური მონასტრები ოშკი და იშხანი მოინახულა. სომეხმა სპეციალისტებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ აღნიშნულ ძეგლებს სომხური არქიტექტურის ყველა ნიშანი აქვთ, მათი წარმომავლობა სახელითაც კი დასტურდება. ადგილობრივი ძალოვნები ცდილობენ ეს ძეგლები საქართველოს მიაწერონ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი სპეციალურად ჩამოდიან, რათა აღნიშნონ, რომ იშხანი და ოშკი საქართველოს კულტურის ნაწილია“, - აღნიშნულია სტატიაში.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)