reportiori.ge - სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:28
რეგიონები
სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
22 იანვარი, 2014. 19:11

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

 

სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა გუბერნატორს, მხარისმუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს 2014 წელს რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროექტების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს, მათ შორის, გზებისა და წყალ-კანალიზაციის მშენებლობა-რეაბილიტაციის, მყარი ნარჩენების მართვის კუთხით და სხვა.

 

 

ამასთან,  ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად რეგიონში 2014 წელს წყალ-კანალიზაციის მშენებლობა-რეაბილიტაცია გამოიკვეთა. შესაბამისი სამუშაოები დაიწყება ახალციხეში, წაღვერში, ლიკანსა და ასპინძაში.

 

 

წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას  მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. დასახელებული პროექტების საერთო ღირებულება 7 189 300 ლარს შეადგენს.

 

 

სამინისტროს ინფორმაციითვე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციასაც. ამ მიმართულებით 2014 წელს სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 800 000 ლარს დახარჯავს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის, მლაშე-მოხე-დერცელის და ხაშური-ახალციხე-ვალეს (2 მონაკვეთი) საავტომობილო გზებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ.

 

 

გასულ წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდება ახალციხის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა. წელსვე ექსპლოატაციაში შევა ასპინძის, ნინოწმინდის, ახალციხისა და ბორჯომის ნაგავსაყრელები. პროექტებისთვის სამინისტრომ, შპსმყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთანერთად, 386 500 ლარი გამოყო.

 

 

გარდა ამისა, 2 190 000 ლარი დაიხარჯება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. არსებული თაღოვანი სელედუკის  (ღვარცოფგამტარი) გაბარიტების გაზრდის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზას. ხაშური-ახალციხე-ვალე-თურქეთის საზღვრის საავტომობილო გზაზე კი მოეწყობა მდინარე ფოცხოვზე ახალი სახიდე გადასასვლელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე ხევისწყალზე არსებულ სახიდე გადასასვლელს. აღნიშნულ პროექტებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

 

 

გარდა რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტით დაგეგმილი სამუშაოებისა, შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები.

 

 

მიმდინარე წელს, პირველ ეტაპზე,  სამცხე-ჯავახეთში სულ 11 570 015 ლარის ღირებულების 25 პროექტი დამტკიცდა. 18 პროექტი - გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია; 2 პროექტი - წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; 5 პროექტი - ეზოებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

 

 

ჯამში, 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 13 565 800 ლარს დახარჯავს, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით 11 570 015  ლარს მიიღებენ, რომლითაც 25 პროექტს განახორციელებენ. საბოლოოდსამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016