რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის ცოლი დიდ სკანდალში გაეხვა. ფოტოზე დარია ჯუკოვა, რომელიც ერთ-ერთი ჟურნალისთვისაა გადაღებული, პოზიორობდა სავარძელზე, რომლის დიზაინიც რასისტულად შერაცხეს.
სავარძლის როლს ამ შემთხვევაში ფერადკანიანი ქალის ფიგურა ასრულებს, რაც კრიტიკოსთა აზრით ჰგავს იმას, თითქოს თეთი ქალი შავ ქალს ზემოდან აზის.
სავარძელი ალენ ჯონსონის ნამუშევრის იმიტაციაა, რომელმაც მსგავსი სავარძელი 1969 წელს შექმნა.
ჟურნალის გამოსვლის შემდეგ, მისი ელექტრონული ვერსია საიტზეც დაიდო, თუმცა შესწორებული ვარიანტი- აბრამოვიჩის მეუღლე, რომელიც სავარძელზე იჯდა კადრში დარჩა, თუმცა ფოტოდან ფერადკანიანი ქალბატონი გააქრეს.
33 წლის დარია ჯუკოვა პროფესიით დიზაინერია. მოსკოვში ის სახელოვნებო ჯგუფს „გარაჟს“ ხელმძღვანელობს. მისი რედაქტორობით გამოდის ასევე ჟურნალი დიდ ბრიტანეთში, რომელიც ამავე სახელწოდებას ატარებს. აბრამოვიჩთან მისი ურთიერთობა 2005 წლიდან დაიწყო. 2009 და 2013 წლებში მათ ვაჟი და ქალიშვილი შეეძინათ.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)