reportiori.ge - "ბერკუტის" მოსალოდნელი იერიშის მოსაგერიებლად ოპოზიციის შტაბში სრული მობილიზაციაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 12:52
მსოფლიო
"ბერკუტის" მოსალოდნელი იერიშის მოსაგერიებლად ოპოზიციის შტაბში სრული მობილიზაციაა
22 იანვარი, 2014. 19:28

კიევშ შტურმისთვის ემზადებიან.

"ბერკუტის" მოსალოდნელი იერიშის მოსაგერიებლად ოპოზიციის შტაბში სრული მობილიზაცია გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროფკავშირების სასახლეში  უსაფრთხოების ზომებიგაძლიერებული, მომიტინგეების  ნაწილი ბარიკადებს ამაგრებს. 


გავრცელებული ინფორმაციით, მაიდანის შტურმი დღეს საღამოს იგეგმება. სახელმწიფო რადიო, რომელიც კრეშატიკზეა განთავსებული, ამის შესახებ უკვე გააფრთხილეს და შენობის დაცლა მოსთხოვეს. 


გრუშევსკის ქუჩაზე სიტუაცია დღის მეორე ნახევარში უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ძალოვანებმა მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. აქციის მონაწილეებმა "ბერკუტის" მისამართით ქვები და აალებადი ნივთიერებები ისროლეს.

 "დინამოს" სტადიონთან მძიმე ტექნიკაც გამოჩნდა. 
ძალოვანები მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ.
დაშავებულმა დემონსტრანტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ბერკუტმა" მათ წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი და დაშავებულია რამდენიმე ასეული ადამიანი. 


აქტივისტებმა ძალოვანებისგან თავდაცვის მიზნით, საბურავების დაწვა დაიწყეს, რის შემდეგაც გრუშევსკის ქუჩა შავ კვამლში გაეხვია. დღის ბოლოს გრუშევსკის ქუჩაზე წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა, რომელთა მეშვეობითაც აალებულ საბურავებ ჩააქრეს.

 

ამასთან, უკრაინის მთავრობამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიც მოხსნა. გაფართოვდა იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალიც, რომელთა გამოყენებაც საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად დასაშვებია

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016