უკრაინული მედიის ინფორმაციით, "ბერკუტმა" ჟურნალისტების ფიზიკურად განადგურების სპეციალური ბრძანება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის ჟურნალისტთა კავშირის და ჟურნალისტთა თავისუფალი პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
ისინი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისგან მოითხოვენ, უბრძანონ მათ დაქვემდებარებაში მყოფ სამართალდამცავებს, შეწყვიტონ მიმზანიმართული ძალადობა ჟურნალისტებზე.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ იმ ვითარებით, რომელსაც კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე აქვს ადგილი. მილიციის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად, დაშავებულ ჟურნალისტთა რაოდენობამ 35-ს გადააჭარბა",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც სპეცრაზმის და მილიციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს რეზინის ტყვიები მიზანიმართულად ესროლეს.