რეგიონები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხის რაიონში 2-თვიანი შეზღუდვა დააწესა
ავტორი: თეო ტაბატაძე
23 იანვარი, 2014. 10:44
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფის შემთხვევების გამოვლენის გამო ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში მდებარე ფერმა და მისი მიმდებარე ტერიტორია არაკეთილსაიმედოდ გამოაცხადა და 2-თვიანი შეზღუდვა დააწესა.
ცოფით დაავადებული 3 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიკლა და დაიმარხა, რაც გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებული ხორცის რეალიზაციის შესახებ.
იმუნობუფერული ზონის შექმნის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ბეშქენტის ტერიტორიაზე, 3 კმ-ის რადიუსში. დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინირებულია 420 ცხოველი. ვაქცინაცია კვლავ გრძელდება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57