reportiori.ge - მეგის ქარდავას ახალი ბრალდება წაუყენეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:54
სამართალი
მეგის ქარდავას ახალი ბრალდება წაუყენეს
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 17:37

სამეგრელოს სამხარეო პოლიციის სამმართველოს ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას  ორი ბრალდება ემატება. 
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ქარდავას განმუხურში აღმოჩელინი ვიდეოკადრების საქმეზე, სადაც ორი პირის წამებაა ასახული, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. 
ამ საქმეში მას ბრალად წამებისა და გაუპატიურების ორგანიზება ედება. ქარდავასთან ერთად, ამ საქმეზე აღმკვეთ ღონისძიებად დაუსწრებლად პატიმრობა ზუგდიდის პოლიციის ყოფილ ორი თანამშრომელს, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავასაც შეუფარდეს. 
სამივე პირი მიმალულია.
ქარდავას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, ახალი ბრალის წარდგენა  ამ წუთებში ზუგდიდში მიმდინარეობს. თუმცა, როგორც ველიჯანაშვილმა განაცხადა, მისთვის ამ დროისათვის უცნობია, რა ეპიზოდზე უყენებენ ბრალს ზუგდიდში ქარდავას. 
სამეგრელოს სამხარეო პოლიციის სამმართველოს ყიფილი უფროსის მეგის ქარდავას წინააღმდეგ, ამ დრომდე  სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული. მას ბრალი წარდგენილი აქვს: საიდუმლო სამარხებში აღმოჩენილი წამების ამსახველი კადრების, სერგო თეთრაძის, ციხის ბუნტისა და სამხედრო პოლიციაში თანხების გაფლანგვის საქმეებზე. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016