კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ. მომღერალ თემურ წიკლაურის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია და კონცერტი კულტურის პალატისა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიების ცენტრის ოგანიზებით მოეწყო.
45-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მომღერალს ვარსკვლავი საიუბილეო კონცერტის დასასრულს გაუხსნეს. თემურ წიკლაურის საიუბილეო კონცერტსა და ვარსკვლავის გახსნას, 800-მდე ჯარისკაცი, პოლიციის აკადემიის ახალგაზრდა პოლიციელები და იძულებით გადაადგილებული პირებიც დაესწრნენ. საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, კონცერტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა, თუმცა კონცერტზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ არსებული მოსაწვევების რაოდენობას მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
კონცერტის ორგანიზატორებს საიუბილეო კონცერტისა და ვარსკვლავის გახსნაზე მომღერლის დასათანხმებლად 6 წელი დასჭირდათ.