reportiori.ge - „ევროპის სახლში“ ენერგეტიკოსი მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:01
კულტურა
„ევროპის სახლში“ ენერგეტიკოსი მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
23 იანვარი, 2014. 13:30

ხვალ,  გალერეა "ევროპის სახლში" 19:00 საათზე, ქართველი მხატვრის აკაკი გაჩეჩილაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა "ფერადი ფიქრები" გაიხსნება.


გამოფენის ორგანიზატორი და მხარდამჭერი "ენერგო-პრო ჯორჯიაა", სადაც აკაკი გაჩეჩილაძე,  2005 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს ქსელის მართვის უფროსი დისპეჩერის პოზიციაზე მუშაობს. გაჩეჩილაძე პროფესიით ენერგეტიკოსია, თუმცა საკუთარ თავს მხატვრობაშიც ხედავს.


აღნიშნული გამოფენა მხატვრის ყველაზე მასშტაბური პერსონალური გამოფენაა, რომელზეც 60 ფერწერული ტილო იქნება  წარდგენილი. 


გამოფენაზე "ფერადი ფიქრები"  წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა 2013 წელსაა შესრულებული, თუმცა დამთვალიერებელი შეძლებს მხატვრის გასული წლის ტილოებიც დაათვალიეროს.


მხატვრის დებიუტი გერმანიაში შედგა. ქალაქ მერბურში, 2010 წელს მან ჯგუფურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2011 წელს პერსონალური გამოფენა გამართა. ასევე 2011 წელს ქალაქ ჰამბურგში ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობდა. 2012 წელს ორი პერსონალური გამოფენა გაიმართა, ქალაქ დუსელდორფში („Akaki Aus Tiflis" და "ფანტასტიკური რეალიზმი").


აკაკი გაჩეჩილაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებსა და არტ ფესტივალებში. მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში (უკრაინა, საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი, რუსეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ესპანეთი).


გამოფენა  26 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016